ფრანგმა მაღალჩინოსანმა კადიროვს “დიქტატორი” უწოდა - რას ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი პარიზში მომხდარ თავდასხმაზე

ფრანგმა მაღალჩინოსანმა კადიროვს “დიქტატორი” უწოდა - რას ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი პარიზში მომხდარ თავდასხმაზე

ჩეჩნეთის ლიდერი, კიდევ ერთხელ გაეხვა საერთაშორისო სკანდალში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამზან კადიროვს დიქტატორი უწოდა, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ 20 წლის ტერორისტი, ჩეჩნეთში მხოლოდ დაიბადა, საფრანგეთში კი ადგილობრივი იდეოლოგიებით აღიზარდა და შესაბამისად, 12 მაისს, პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობაც საფრანგეთის ხელისუფლებას ეკისრება...

მას შემდეგ, რაც ხამზატ აზიმოვი პარიზში ფეხით მოსიარულეებს დაესხა თავს, რა დროსაც ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, საფრანგეთში მისი ოჯახის წევრები და სხვა ჩეჩნები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან...

რამზან კადიროვის განცხადებას, ფრანგი მაღალჩინოსნის აღშფოთება მოჰყვა. ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთს არ სჭირდება "გაკვეთილები დიქტატორისგან, რომელიც თავის ქვეყანაში კანონს პატივს არ სცემს და რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი, რომ ათასობით ჩეჩენი იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს” - ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza.com ავრცელებს.

20 წლის ჩეჩენი, რომლის მშობლებიც საფრანგეთში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ, ბოლო დღეებია ყველა წამყვანი მედიასაშუალების წამყვანი თემაა. ფრანგული მედია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნის ხელმძღვანელობას ლტოლვილებისთვის თავშესაფრისა და სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.

ხამზატ აზიმოვი არღუნში დაიბადა და 4 წლის ასაკში ქვეყნიდან წაიყვანეს. მისი ოჯახი ევროპაში მშვიდი ცხოვრების საძიებნელად წავიდა. აზიმოვები კადიროვის მამის თანამოაზრეები და თანამებრძოლები იყვნენ და ამიტომაც, არაერთხელ გამხდარან რუსი სამხედროებისა და სპეცსამსახურების დევნის ობიექტი. მაშინ ქალაქში მუდმივად მიმდინარეობდა წმენდა და აზიმოვების ოჯახმა შვილის გადასარჩენად ევროპას მიაშურა.

თავშესაფრის მოპოვების შემდეგ, 2002 წელს ნიცაში დასახლდნენ, ორი წლის შემდეგ კი, პოლიტდევნილის სტატუსიც მიანიჭეს და სამსახურის ძებნასაც შეუდგენენ... 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღეს. 2014-ში აზიმოვები სტრასბურგში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ახალაზრდა ხამზატმა ახალი სამეგობრო შეიძინა და მათი დახმარებით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2016 წელს ოჯახი პარიზში, მე-18 რაიონში გადავიდა. ბინის მეპატრონე, სადაც ისინი ქირით ცხოვრობდნენ, ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახს არც კი ეტყობოდა თუ მუსლიმები იყვნენ... რელიგიურობით არც ახალგაზრდა ჰამზატი გამოირჩეოდა. “ისეთი მშვიდი ადამიანი იყო, ვერც კი ამჩნევდნენ და მისი, როგორც რადიკალებთან კავშირში მყოფი პირის მიმართ, ეჭვიც კი არასდროს გასჩენიათ... “ – წერს ფრანგული მედია.

თუმცა, საფრანგეთის პოლიცია მუდმივად ანახლებს იმ პირთა სიას, რომელთაც რადიკალებთან აქვთ კავშირი და მათ შორის აღმოჩნდა აზიმოვიც. ფრანგი სამართლამცავების თქმით, პრობლემა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ჩეჩნის განეიტრალებით არ ამოწურულა, რადგან ბოლო წლებში სწორედ ჩეჩნების ავტორობით 15-ზე მეტი ტერაქტი მოხდა და მათ შორის იყო მასშტაბურებიც, მრავალრიცხოვანი მსხვერლით.

ფრანგული მედიის ცნობით, ხამზატ აზიმოვი სტრასბურგში, თავის თანატოლ ჩეჩნებთან და სხვა ეროვნების მუსლიმებთან ერთად დადიოდა და ლოცულობდა მეჩეთში. დაკავებულია მისი მეგობარი, რომელთანაც ერთად ის სწავლობდა სკოლაში და კომპიუტერული თამაშებით იყო გატაცებული. მას ჩეჩნეთთან გარკვეული საეჭვო კავშირები აქვს, რასაც კადიროვის ხელისუფლება კაგეტორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სამართალდამცავები ვითარებას სრულად აკონტროლებენ...

რუსული მედიის ცნობით, “კადიროვცებმა” აზიმოვების ყველა ნათესავი და ოჯახის ახლობელი დაკითხეს. თითქმის ყველა მათგანი, მცირეწლოვან შვილთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ჩეჩნეთის იზოლატორში დაკითხვაზე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე