24 წლის გვანცა დიასამიძე გადარჩენისთვის იბრძვის - "ამ ბრძოლაში მარტო ვართ და 1 %-ია სახელმწიფოს როლი..."

24 წლის გვანცა დიასამიძე გადარჩენისთვის იბრძვის - "ამ ბრძოლაში მარტო ვართ და 1 %-ია სახელმწიფოს როლი..."

24 წლის ბათუმელი გვანცა დიასამიძე მეორე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. გოგონას მარტის თვეში თავზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. წლების მანძილზე დიასამიძეების ოჯახმა ყველაფერი გაიღო შვილის გამოსაჯანმრთელებლად, ახლა კი საზოგადოების ქველმოქმედების იმედი დარჩათ, რომელიც გოგონას გადარჩენაში დაეხმარება...

დაავადებული გოგონას და, თეონა დიასამიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს და დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართავს:

"თითქმის 4 წლის წინ, როდესაც მე მშობიარობის შემდგომ ტკივილებსა და სტრესებს ვებძოდი, ჩემი გვანციკო, რომელსაც ყველა იცნობთ წუთით არ მშორდებოდა. ჩემთან იყო და არ არსებობდა მისთვის სხვა საზრუნავი, სხვა საქმე... სწორედ მაშინ ვუთხარი - მეც აუცილებლად მოგივლი ასეთი მონდომებით, როცა დრო მოვათქო... ბებო მეუბნებოდა ბავშვობაში - "ფრთხილები უნდა ვიყოთ სურვილების მიმართ, არ იცი რომელი მათგანი აგისურლდებაო" და სამწუხაროდ მართალი ყოფილა... ბოლო რამდენიმე წელია მიწევს გვანციკოსთან ერთად ბევრი ტკივილის გადალახვა და დამარცხება, ბოლო თვეებში კი განსაკუთრებულად...

ბოლო ორი წველია ვიბრძვით გვანცის უკეთესი მდგომარეობისთვის, თანხები სცდება ასი ათასობით დოლარს და გაცილებით დიდ მასშტაბებს აღწევს ხოლმე. რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში მარტო ვართ და სადღაც 1 პროცენტია სახელმწიფოს როლი, მხოლოდ მე და იმ ადამიანებმა ვიცით ამ ბრძოლის და დაფინანსების ფასი, ვინც მეხმარება და უზომოდ მადლიერები ვართ მათი.

თავზე ურთულესი ოპერაციის შემდეგ, რომელიც მარტში გაიკეთა, გქვონდა უკეთესობა, მაგრამ ბოლო დღეებია კვლავ გაურთულდა მდგომარეობა, ისევ ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილები, ისევ განცდები და სტრესული ღამეები. გამოსავალი და ერთადერთი გზა მხოლოდ იმუნოთერაპიაშია. ახალი პროტოკოლი და პრეპარატი, რომლის ფასიც წარმოუდგენლად ძვირია... 25 500 ლარი. ისიც მხოლოდ ერთი ინექცია, ასეთი გვჭირდება კიდევ ბევრი - 6 ან 12... წამალი ამ კვირაში უნდა გაკეთდეს, ყოველი დღე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს დიაგნოზის პროგრესირება. საქართველოში აღნიშნული პრეპრატის შემოტანას სჭირდება 3-დან 4 კვირამდე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვაია ფასი - თურქეთში ის დაახლოებით 15 000 ლარამდე ღირს. ამიტომ ვიღებთ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ შევიძინოთ თურქეთში.

აქამდე ვუმკლავდებოდით თანხებს. ეკონომიკური ფონი მძიმეა ქვეყანაში, სანამ შეგვეძლო უარს ვამბობდით მეგობრების, ნათესავების თუ გულშემატკივრების მატერიალურ დახმარებაზე. კიდევ გავუმკლავდებით. თუმცა, დროა ძალიან ცოტა. საყოვეთაო ჯანდაცვის პროგრამა სამწუხაროდ არ აფინანსებს ამ მედიკამენტს. ამავე დროს ფიზიკურად არც არის ამ დროისთვის საქართველოში აღნიშნული წამალი. მინდა ამ ბრძოლაში ამ ერთხელ დახმარება, მხარდაჭერა გთხოვოთ..." - წერს თეონა დიასამიძე.

ახალგაზრდა გოგონას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეულიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

სს თიბისი ბანკი - GE73TB7712545062100001 - Teona Diasamidze

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს