"რია ნოვოსტი - უკრაინას" ხელმძღვანელი დააკავეს - დიმიტრი პესკოვის კომენტარი

"რია ნოვოსტი - უკრაინას" ხელმძღვანელი დააკავეს - დიმიტრი პესკოვის კომენტარი

„რია ნოვოსტი - უკრაინას“ ხელმძღვანელი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური განმარტებას აკეთებს „რია ნოვოსტი - უკრაინაში“ ჩატარებულ ჩხრეკასთან და მისი ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ვადასტურებთ, რომ „რია ნოვოსტი - უკრაინას“ ოფისში ტარდება ჩხრეკა და დაკავებულია მისი ხელმძღვანელი. ჩვენ მტკიცებულებების ბაზას ვაგროვებთ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა გიტლიანსკაიამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში მედიასტრუქტურების ქსელია გამოვლენილი, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებდა.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მათ აგრესორი ქვეყანა იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.

მომხდართან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„პასუხი, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად უფრო დეტალური ინფორმაცია გვჭირდება. ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ რუსული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება, ჩვენს ჟურნალისტებს თავისუფლებას უზღუდავენ, ვინაიდან ისინი არ გამოდიან კავშირზე და ეს საკმარისია დაგმობისთვის. ჩვენ ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და ამავდროულად შეუპოვრად და რუსული მედიასაშუალებების ინტერესების მაქსიმალური დაცვით“, - განაცხადა პესკოვმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"