ბელორუსი ევროპას რუსულ გაზს აღარ მიაწვდის

ბელორუსი ევროპას რუსულ გაზს აღარ მიაწვდის

ალექსანდ ლუკაშენკოს ბრძანებით, ბელორუსია  ევროპას რუსული გაზის მიწოდებას მანამდე შეუწყვეტს, სანამ ”გაზპრომი” მინსკს ბელორუსიის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის შედეგად დაგროვილ ვალს არ გადაუხდის, - იუწყება ”რია ნოვოსტი”.

”გაზპრომს” ჩვენი ნახევარი წლის ვალი 260 მილიონი დოლარი მართებს, და სანამ მის საფასურს არ გადაიხდის  ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღარ განხორციელდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ბელორუსია ”გაზპრომის” დავალიანებად 217 მილიონ დოლარს ასახელებდა, რუსეთი კი თავის მხრივ მათ, საწვავის იმპორტის შედეგად დაგროვილ ვალს 192 მილიონ დოლარს სთხოვს.

ლუკაშენკოს განცხადებით, ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი  ვალის ურთიერთჩამოწერა იქნებოდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ