როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე ახალმთვარეობა კუროს ნიშანში

როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე ახალმთვარეობა კუროს ნიშანში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 15 მაისის ახალმთვარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"15 მაისს, ნაშუადღევს, 16:47-ზე კუროს 25°-ზე ახალმთვარეობა გველის. ზოგადად ახალმთვარეობაზე, ისევე როგორც მის წინა და მომდევნო დღეს არასასურველია ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმისათვის. ჩვენი სასიცოცხლო ძალები ამ დროს როგორც არაერთხელ მითქვამს, ძალზე დაბალია. მითუმეტეს კუროს ნიშანს ისედაც ახასიათებს დაბალი ენერგეტიკა. სამაგიეროდ კურო მზადაა დაგვეხმაროს ფინანსური წარმატებების მიღწევაში, თუ რასაკვირველია ჩვენც არ დავიზარებთ. ახალმთვარეობის წერტილს მართალია ჯერ კიდევ აქვს იუპიტერთან კონფლიქტური ასპექტი, მაგრამ ეს ასპექტი გაყრადია და მაშასადამე ძალადაკარგული. დანარჩენი ასპექტები კი ჰარმონიულია და დადებითი ტენდენციების მოტანას გულისხმობენ.

ყველაზე მეტად ამ ახალმთვარეობის ზეგავლენას, რასაკვირველია, კუროები იგრნობენ, აგრეთვე მიწის დანარჩენი ნიშნებიც - ქალწული და თხისრქა. ვენერა, რომელიც ამ სავსემთვარეობას მართავს მერკურისთან არის ჰარმონიულ ასპექტში, რაც იმას ნიშნავს რომ კონტაქტების, ინფორმაციის მიღება-გაცვლის, სწავლის, და მოკლე მანძილზე გადაადგილებების თემები ფრიად გააქტიურებული იქნება. და რაც მთავარია მათ აუცილებლად სასიკეთო ელფერი ექნებათ.

მიუძღვენით ეს 3 დღე საკუთარ ფინანსებს, კუროს უყვარს პრაქტიკულობა. დათვალეთ თქვენი მომდევნო პერიოდის მოსალოდნელი შემოსავლები და გასავლები. წარმოსახვაში გადაანაწილეთ თუ რაში რამდენის დახარჯვას აპირებთ. არ დაგავიწყდეთ რომ კუროს ფუფუნება უყვარს. ამიტომ მიეცით თქვენ თავს უფლება ამ ჩამონათვალში თუნდაც ერთი, მცირე რამ მაინც შეიტანოთ, რითაც საკუთარ თავს ასიამოვნებთ. ეს შეიძლება იყოს რაიმე გემრიელობა, სამკაული, ან რაიმე უფრო ძვირიანი, რისი საშუალებაც გაქვთ. კურო კომფორტის მოყვარულია და ვთქვათ თუ საშუალება გაქვთ შეიძინოთ ახალი, რბილი ავეჯი თქვენი მისაღებისთვის ან დივანი ოფისისთვის, შესანიშნავი იქნებოდა. ეს ფინანსების მოზიდვას შეუწყობს ხელს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს