10 პატარა შეცდომა, რომლის შედეგად თქვენ უსუფთაოდ და უწესრიგოდ გამოიყურებით

10 პატარა შეცდომა, რომლის შედეგად თქვენ უსუფთაოდ და უწესრიგოდ გამოიყურებით

ბავშვობიდან გვაჩვევენ სისუფთავეს, წესრიგს. შეიძლება არ სტუმრობდე სპა-სალონებს, მაგრამ სასიამოვნოდ გამოიყურებოდე. ეს ხომ პირველ რიგში საკუთარი თავისადმი პატივისცემის დემონსტრირებაა. ეს პატარამაც უნდა იცოდეს და დიდმაც.

არსებობს 10 პატარა დეტალი, რაც გარშემო მყოფებს თქვენს უსუფთაობასა და უწესრიგობაზე მიუთითებს მაშინაც კი, თუ თქვენი ჩაცმულობა რამდენიმე ათასი ღირს.

თქვენ წინაშე სტილისტების და ამ საკითხში გარკვეული სხვა ადამიანების რამდენიმე პრაქტიკული რჩევაა.

1. არც ისე თეთრი

სამწუხაროდ, თეთრი ტანსაცმელი არ არის პრაქტიკული და რამდენიმე გარეცხვის შემდეგ მას მონაცრისფრო ან მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. თუ ასეთი რამდაემართა თქვენს ჩასაცმელს, ნუღარ ჩაიცვამთ. ასევე მოიქეცით ლაქების შემთხვევაში. თეთრი ტანსაცმელი არ გარეცხოთ პირსახოცებთან და საწოლის თეთრეულთან ერთად. ისინი რეცხვის დროს კარგავენ ბოჭკოებს, რაც ნეგატიურად აისახება ტანსაცმელზე.

2. დაჭმუჭნული ტანსაცმელი

განსაკუთრებით ეს ეხება საოფისე ბლუზებსა და კაბებს. თუ გაცვიათ დაჭმუჭნული ტანსაცმელი, არანაირი ეფექტი არ ექნება თქვენი თმის ვარცხნილობას და საგულდაგულოდ შერჩეულ მაკიაჟს.

3. რეზინი მაჯაზე

გაურკვეველია, საიდან მოვიდა ეს მოდა. ახალგაზრდა გოგონების დიდ ნაწილს ხელზე უკეთია პოპულარული Invisibobble რეზინი, რომელიც ძველი ტელეფონის ელექტროგაყვანილობის მავთულს წააგავს. სტილისტები ირწმუნებიან, რომ მაჯაზე კეთდება საათი ან ხელის სამაჯური. რეზინი კი გამოიყენება დანიშნულებისამებრ.

4. ლაქი ფრჩხილებზე

აქ სიტყვები ზედმეტია. უბრალოდ, გახსოვდეთ ერთი მარტივი წესი: სჯობს საერთოდ არ გესვათ ლაქი, ვიდრე ერთი კვირის წინანდელი ლაქის ნარჩენები გქონდეთ ფრჩხილებზე...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს