საქართველო უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ქვეყანა განსაკუთრებით საინტერესოა თავისი ბუნებით, რომ არაფერი ითქვას ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ ძეგლებზე. ბოლო წლებში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა სტაბილურად მზარდია. მხოლოდ 2018 წლის იანვარი–აპრილში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ეს ყველაფერი წარმოშობს მომსახურე პერსონალის დახვეწის საჭიროებასაც, ადამიანების, რომლებიც ფეხს აუწყობენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ქვეყანას ღირსეულად წარადგენენ მსოფლიო ასპარეზზე.
ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი შვეიცარული სკოლა Les Roches შემოსვლაა. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ადეკვატური, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას სტუმართმასპინძლობის სფეროში და უზრუნველყოფს ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარებას და მდგრადობას.
პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტი ამ პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
„პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოშიგანახორციელებსეწოდება: სასტუმროებისმართვისსაერთაშორისოპროგრამააღმასრულებელთათვის, რისშედეგადაცგაიცემა Les Roches-სდიპლომი. რეგიონში ამ დონის პროგრამის განხორციელების პირველი პრეცედენტია. Les Roches-ს შემოსვლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს, არამდე ტურიზმის განვითარებაზეც პოზიტიურად აისახება. საქართველო გახდება საგანმანათლებლო ჰაბი და აქ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ სასწავლებლად. მთელი სასწავლო პროგრამა Les Roches-ს მიერაა შედგენილი. ის ანალოგიურია იმ პროგრამისა, რომელიც Les Roches-ს უნივერსიტეტში, შვეიცარიაში ისწავლება. კურსი თეორიულთან ერთად ბევრ პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს”, - განმარტავს მიხეილ ბატიაშვილი.
საქართველოს მიეცემა საშუალება გახდეს Les Roches პროგრამის მიმწოდებელი, როგორც ლოკალური ბაზრისთვის, ასევე, მოემსახუროს რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპას, რადგანაც მსგავსი ტიპის გამოცდილება აქამდე კავკასიისთვის საკმაოდ უცნაური და ფუფუნების საგანი იყო.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სტმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტი. სწორედ ეს ინსტიტუტი განახორციელებს პროგრას. სტმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტის პარტნიორის მანანა უგულავას განმარტებით, მათ აქვთ ისეთივე აკრედიტაცია, როგორიც ჰარვარდის სკოლას.
”მსგავსი დონის ბრენდი არც საქართველოში და არც რეგიონში ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა. პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში მომსახურების სერვისს. შედეგად განვითარდება ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს რეგიონალური ჰაბი განათლების მიმართულებით. პროგრამის განხორციელება რამდენიმე კკუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს ქართველი სტუდენტების გადინებას შეაჩერებს, რადგან ისინი ადგილობრივად შეძლებენ უმაღლესი დონის განათლების მიღებას. მეორე მხრივ, მოვიზიდავთ საერთაშორისო სტუდენტებს. ასევე, ამაღლდება ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია,” - განმარტავს მანანა უგულავა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანა ფეხს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და სულ მალე ტურისტების რაოდენობასთან ერთად, მოსალოდნელია,რომ გაიზარდოს ქვეყანაში მათი დარჩენის ხანგრძლივობაც, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე. მანამდე Les Roches-ს პროექტი სულ მალე დაეხმარება ადამიანებს აიმაღლონ ცოდნა მოცემულ სფეროში და ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას.