ლეონარდო შეყვარებულია - მსახიობი და მისი 20 წლის მეგობარი გოგო კვლავ ერთად დააფიქსირეს

ლეონარდო შეყვარებულია - მსახიობი და მისი 20 წლის მეგობარი გოგო კვლავ ერთად დააფიქსირეს

43 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 20 წლის კამილა მორონე საკუთარი ურთიერთობის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა პაპარაცები მათ გადაღებას ერთად სულ უფრო ხშირად ახერხებენ. რამდენიმე დღის წინ წყვილი რეპორტიორებმა ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს.

ამჯერად მათ 21 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინიც შეუერთდა. რესტორანში ვახშმის შემდეგ ისინი ერთად არ გამოვიდნენ, თუმცა ერთ მანქანაში ჩასხდნენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავისა და ალ პაჩინოს გერის რომანი სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. აპრილში ისინი ფესტივალზე „კოაჩელა“ გრძნობებს არ მალავდნენ, ერთი კვირის შემდეგ კი დიკაპრიომ კამილა ეგზოტიკურ კუნძულზე წაიყვანა დასასვენებლად, სადაც მათთან ერთად მეგობრები და ლეონარდოს დედაც იმყოფებოდა.

ნახეთ, ასევე : 43 წლის დიკაპრიო 20 წლის გოგოს ხვდება - კამილა ალ პაჩინოს გერია

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ