ახალ იპოდრომთან, „ტერასა ჯგუფის“ ახალი პროექტი - „ტერასას ევროპული უბანი ლისთან“ ხორციელდება

ახალ იპოდრომთან, „ტერასა ჯგუფის“ ახალი პროექტი - „ტერასას ევროპული უბანი ლისთან“ ხორციელდება

ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ იპოდრომთან, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე „ტერასა ჯგუფის“ ახალი პროექტი - „ტერასას ევროპული უბანი ლისთან“ ხორციელდება.

ქალაქის ხმაურისგან მოშორებით და ამავე დროს ცენტრალურ უბანთან საკმაოდ ახლოს „ტერასა ჯგუფი“ 2 კორპუსს აშენებს - თითო 5 - სართულიანია და ორ-ორი სადარბაზო აქვს.

„პროექტის მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა. ადგილმდებარეობის შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნა ჰაერის დაბინძურების დონე და ამრიგად, შეირჩა ისეთი ადგილი, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა. პროექტი მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების მქონე, ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი განაშენიანებით. პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს: გამწვანებულ სკვერებს, სპორტულ მოედანს, საბავშვო მოედანს, სასეირნო ალეებს და ველობილიკს, რომელიც დაუკავშირდება ლისის ტბას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეზო, სადარბაზოები და ავტოსადგომის ტერიტორია მზის ენერგიის პანელების საშუალებით განათდება“, - აცხადებენ „ტერასა ჯგუფში“.

რაც შეეხება ხარისხს, „ტერასა ჯგუფი“ მშენებლობის პროცესში იყენებს უახლეს ტექნოლოგიებსა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს - პროექტში გათვალისწინებულია ხმის იზოლაციის, დათბუნების და გაგრილების სისტემები.

„ტერასა ჯგუფის“ მიზანია, მსგავსი სიახლე და ურბანული ცხოვრების სტილი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის, აქედან გამომდინარე „ტერასა ლისის“ პროექტში ბინის შეძენა შესაძლებელია გამარტივებული გადახდის პირობით. მოქმედებს 5 წლიანი სრულიად უპროცენტო შიდა განვადება, პირველადი შენატანი კი მხოლოდ 10%-ია.

ბინის შესაძენად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა. შემოსავლების დადასტურება და დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება. განვადებით სარგებლობისას კლიენტს ბანკთან არ აქვს შეხება. 5 წლის მანძილზე იხდის ყოვეთვიურ გადასახადს და საბოლოო ჯამში ბინის ღირებულება არ უძვირდება“, - აცხადებენ „ტერასა ჯგუფში“.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი