სააკაშვილის და ჯანაშიას საქმის მოსამართლე - დაცვის მხარეს უბრალოდ მოერიდა შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა მოსამართლე გაგიჟებულაო

სააკაშვილის და ჯანაშიას საქმის მოსამართლე - დაცვის მხარეს უბრალოდ მოერიდა შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა მოსამართლე გაგიჟებულაო

დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა მოსამართლე გაგიჟებულაო, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობობაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის ინტერესების დამცველებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი განმარტავენ, რომ მოსამართლე პროცესში აქტიურად ერევა, ვინაიდან დაინტერესებულია საქმის შედეგით და მოწმეებს კითხვებს თავად უსვამს, ისევე როგორც კითხვებს თავად სცემს პასუხს. დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. თავად მოსამართლემ კი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესშიო, თითქოს მხარეებთან შეთანხმების გარეშე სვამდა კითხვას, თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემ კითხვას. დაცვის მხარეს, ალბათ, უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა მოსამართლე გაგიჟებულაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მე მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი, ამას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი?! ადვოკატს ალბათ აერია მისამართი და მსგავსი შემთვხევა სხვა პროცესზე მოხდა. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად, არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას", - განმარტა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას ბრალი წაყენებული აქვთ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები