ირანის პრეზიდენტი - მსოფლიოში ირანოფობიის ნაცვლად ტრამპოფობია იწყება

ირანის პრეზიდენტი - მსოფლიოში ირანოფობიის ნაცვლად ტრამპოფობია იწყება

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში „ირანოფობიის“ ნაცვლად „ტრამპოფობია“ იწყება. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ირანოფობიის ნაცვლად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ცრუ პროპაგანდა ავრცელებდა, ტრამპოფობია მოდის. დღეს ყველა სცემს პატივს ირანს, ვინაიდან ირანში ხედავენ ქვეყანას, რომელიც მშვიდობის მიღწევაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს და საერთაშორისო შეთანხმებებს ასრულებს“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გათვლებში შეცდა.

„ტრამპი გეგმავდა, რომ ირანის შეთანხმებიდან გასვლის მეორე დღეს ირანი ასევე გამოაცხადებდა შეთანხმებიდან გასვლას. ტრამპმა პირველი სვლა გააკეთა, თუმცა მეორე სვლაზე გათვლებში შეცდა“, - აღნიშნა მან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე