მსახიობ ბაადურ წულაძეს დღეს დაკრძალავენ

მსახიობ ბაადურ წულაძეს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მსახიობს, კინორეჟისორსა და სცენარისტს ბაადურ წულაძეს დღეს, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, დღეს იოსელიანის ქუჩა 37–ში პანაშვიდი გაიმართება. ბაადურ წულაძეს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე, გივი ბერიკაშვილისა და დიმა ჯაიანის გვერდით დაკრძალავენ.

ბაადურ წულაძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 13 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაადურ წულაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. ბაადურ წულაძეს შესრულებული აქვს 50-ზე მეტი კინოროლი. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი