დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს დაავალა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გეგმა მოამზადოს

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს დაავალა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გეგმა მოამზადოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს დაავალა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გეგმა მოამზადოს, რაც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დებულებების დარღვევას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

„იმ უფლებამოსილების შესაბამისად, რომელიც მე გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს ვავალებ ხაზინას დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თავდაცვის მდივანთან, ვაჭრობის მდივანთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან ერთად 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონის 1244 მუხლის С პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულონ“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულებაში.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს იმ დებულებას, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს იმ პირებისათვის სანქციების დაწესების გეგმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობაზე.

სასანქციო ზომად გამოყენებულ შეიძლება იქნას ყველა იმ ტრანზაქციების ბლოკირება ან აკრძალვა, რომელიც ამ პირების აქტივებს ან საკუთრებას ეხება, ამგვარი პირებისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ასევე სხვა სახის სანქციები, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე