ისრაელში საქართველოს საელჩო - ხოლონში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან კონტაქტზე ვართ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები

ისრაელში საქართველოს საელჩო - ხოლონში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან კონტაქტზე ვართ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ხოლონში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან კონტაქტზე იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

„ვადასტურებთ, რომ დაღუპული არის საქართველოს მოქალაქე. საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, ისრაელის ქალაქ ხოლონში, ერთ-ერთი ქარხნის 30 წლის თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე გუშინ ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, მამაკაცს ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა და შემდეგ მთლიანად ჩაითრია. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო