ავარია ფეიქრებზე: სატვირთო მანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა

ავარია ფეიქრებზე: სატვირთო მანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შუახნის მამაკაცს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო