ქართველი ბიჭი, რომელმაც "აჭარულ" სიმღერაზე ელექტრონული საცეკვაო მუსიკა შექმნა

ქართველი ბიჭი, რომელმაც "აჭარულ" სიმღერაზე ელექტრონული საცეკვაო მუსიკა შექმნა

TONENATION - ასე ქვია გერმანიაში, ბრემენში ჩამოყალიბებულ ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ჯგუფს, რომლის სოლისტიც 24 წლის ქართველი ბიჭი, ბექა მაჩიტაძეა. ჯგუფი მთლიანად ინტერნაციონალურია - მისი წევრები საბერძნეთის, გერმანიის, იაპონიის და ხორვატიის წარმომადგენლები არიან.

"უკვე 13 წელი საქართველოდან შორს, ბრემენში ვცხოვრობ. ჯგუფი მეგობრებთან ერთად დავაარსე. ახალი მუსიკალური კომპოზიციის შთაგონების წყარო ხალხური სიმღერა "აჭარული" გახდა.

საქართველოში ცოტა ხნის წინ ქორწილი მქონდა და ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა აჭარული სიმღერა და ცეკვა პირველად სწორედ ჩემი ქორწილის კადრებში ნახეს. მაშინვე წამოვიდა იდეა, რომ ეს არის ის, რაც ახალი კომპოზიციისთვის გვჭირდება! TONENATION-ის აჭარული სპეციალურად ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალისათვის შეიქმნა, რომელიც სულ მალე დაიპყრობს საცეკვაო მოედანს" - გვეუბნება 24 წლის მუსიკოსი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს