რუსთავში 10 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში 10 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 10 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია", - განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია