"უგონოდაა... მართვით სუნთქვის აპარატზეა" - რა მდგომარეობაშია მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი

"უგონოდაა... მართვით სუნთქვის აპარატზეა" - რა მდგომარეობაშია მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 10 წლის ბიჭი რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო