ავტორი:

სიყვარული თეთრ სახლში - აშშ-ს პრეზიდენტების ცხოვრების პიკანტური დეტალები, რომლებიც საუკუნეების შემდეგ გამჟღავნდა

სიყვარული თეთრ სახლში - აშშ-ს პრეზიდენტების ცხოვრების პიკანტური დეტალები, რომლებიც საუკუნეების შემდეგ გამჟღავნდა

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობაზე არჩევისთანავე არაერთ სკანდალში გაეხვა. მათ შორის მსოფლიო მედიის ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს მისი და Playboy-ის მოდელების ურთიერთობის პიკანტური დეტალები, რასაც როგორც აღმოჩნდა, ტრამპი დაქორწინების შემდეგაც არ იკლებდა...

2018 წელს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გახმაურდა თეთრი სახლის სკანდალური ურთიერთობის ამბავი - საქმე ეხებოდა, 49 წლის ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის 22 წლის პრაქტიკანტის, მონიკა ლევინსკის სიყვარულს... თუმცა, კლინტონი არ ყოფილა პირველი პრეზიდენტი, ვისი პირადი ცხოვრებაც საზოგადოების განხილვის საგანი გახდა - მსოფლიო პუბლიკა წლების მანძილზე აქტიურად ადევნებდა თვალს თეთრი სახლის სხვა ლიდერების სასიყვარულო ისტორიებსაც...

XVIII საუკუნის მიწურულს, ამერიკაში ბევრად კონსერვატორული ცხოვრების წესი იყო, ვიდრე ბრიტანეთში ან საფრანგეთში, - ქორწინებები უფრო მყარი და მრავალწლიანი გახლდათ, განქორწინება კი მიუღებლად ითვლებოდა... კარგ ტონად არც საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალთან კავშირი მიიჩნეოდა. ამიტომაც ამერიკულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია რეიჩელ დონელსონის პირველმა ლედობამ.

რეიჩელი 1767 წელს ამერიკის სამხრეთში დაიბადა, სადაც პატრიარქატი განსაკუთრებით ძლიერი იყო. 18 წლის ლიუს რობარდს გაჰყვა ცოლად და მალევე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი ქმარი გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი იყო და ცოლს ხშირად სცემდა... რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რეიჩელი ქმარს გაშორდა და მამისეულ სახლში დაბრუნდა. იმ პერიოდში მის სახლში, ოთახს ქირაობდა, მისივე თანატოლი იურისტი, ენდრიუ ჯექსონი.

მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე კვირაში, რეიჩელი ქმარს გაეყარა და იმავე, 1791 წელს, ცოლად ენდრიუს გაჰყვა. წყვილი საცხოვრებლად მისისიპის შტატში გადავიდა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ რეიჩელი იურიდიულ პროცედურებში კარგად ვერ ერკვეოდა და პირველ ქმართან მისი ქორწინება ბოლომდე არ იყო გაბათილებული, შესაბმისად, მეორე ქმართან ქორწინებაც უკანონოდ ითვლებოდა.

ენდრიუ ჯექსონი ცნობილი იყო, როგორც აგრესიული ტემპერამენტის მქონე კაცი და ამის გამოვლენას არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ერიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად განიკითხავდნენ. ის მხოლოდ ორჯერ დაქორწინებულა განქორწინებულ ქალებთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პოლიტიკური კარიერა გაეკეთებინა...

მას შემდეგ, რაც რეიჩელმა პირველ ქმართან ყველაფერი გაარკვია, ენდრიუსთან, მეორედ, 1794 წელს, ამჯერად ნამდვილად მოაწერა ხელი და მათ 30-წლიანი თანაცხოვრება ჰქონდათ. ამ დროის განმავლობაში, ენდრიუ აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის აბორიგენებთან ბრძოლაში, რამდენჯერმე დუელშიც კი გამოიწვიეს, თუმცა იღბლის წყალობით გადარჩა... 1824 წელს სენატორი გახდა და საპრეზედენტო მარათონშიც ჩაერთო.

პირველ საპრეზიდენტო კამპანიაში მან ჯონ კუინს ადამსთან წააგო. ცნობისთვის, ის ჯექსონს ასე მოიხსენიებდა - “მამაკაცი, რომელსაც ვნება მართავს და არა გონება” და ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში ახსენებდა მის “არასერიოზულ ქორწინებას ქალთან, რომელიც ქმარს ბოლომდე არ იყო გაშორებული...”

მეორე საარჩევნო კამპანიის დროს, ამერიკული პრესა შეეცადა ბოლომდე მიწასთან გაესწორებინა ენდრიუს და რეიჩელის ავტორიტეტი “უხამსი ცხოვრების წესის” გამო... ამერიკის მომავალი, მე-7 პრეზიდენტი დუელში იწვევდა ყველას, ვინც კი მის ცოლზე შეურაცმხყოფელად წერდა დან საუბრობდა...

ჯექსონს ამერიკულ საზოგადოებაში “ტყვიების ტომარაც კი შეარქვეს”. ძალიან კარგი მსროლელი იყო, თუმცა, ადვოკატისა და სტრატეგის საქმე კიდევ უფრო კარგად გამოსდიოდა. თუმცა, ჰქონდა შემთხვევები, როდესაც მეტოქისგან მიყენებული ჭრილობებს თვეობით ებრძოდა და შემდეგში, როგორ კი ფეხზე წამოდგებოდა, ახალ-ახალ დუელს ნიშნავდა.

1828 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებისას ის 60 წლის იყო. რეიჩელი აპირებდა ვაშინგტონში ოჯახურ მამულში გამგზავრებას და თეთრ სახლში დაგეგმილ ინაუგარაციაში მონაწილეობას, სწორედ მაშინ წაიკითხა ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულის სტატია მასზე და მის ამორალურ ცხოვრებაზე და ატირდა. სტრესის ნიადაგზე, მას გულზე პრობლემები დაიეწყო. ამ ამბიდან ძალიან მალე, ის ავად გახდა ლოგინად ჩავარდა და ქმრის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა...

უორენ ჰარდინგი, რომელიც თეთრ სახლში XX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა, ამერიკის 29-ე ხელმძღვანელი იყო და თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დამთავრებამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მეგობრის ცოლთან 15-წლიანი რომანი აკავშირებდა. მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო 2014 წელს გამჟღავნდა.

ჰარდინგი, ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ ბლუმინგში დაიბდა და შემდეგ მარიონში გადავიდა, სადაც, მას შემდეგ, რაც გაზეთი Marion Star შეიძინა, მედიამფლობელი გახდა, პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით, მის ცოლზე ფლორენს დევულფზე, რომელსაც ის ჰერცოგინიას უწოდებდა. ის ქალაქში ყველაზე მსხვილი ბანკირის ქალიშვილი იყო. სწორედ ცოლის გავლენით დაიწყო ჰარდინგმა ოჰაიოს შტატის გუბერნატორობისთვის ბრძოლა და მისი წაგების შემდეგ, სენატში, “რესპუბლიკური პარტიის” ხაზით მოხვდა... 1921 წელს, მან საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა. საპრეზიდენტო გზავნილი ასეთი იყო - “ჩემი სუფთა სახე”, თუმცა, შემდეგ, ქალებთან ურთიერთობის პიკანტური დეტალები მას არაერთხელ გაუხსენეს.

მეუღლის მიერ მართული ჰარდინგის მთავარი მიღწევა იყო არჩევნებში ქალების უფლებების დაცვა. ამერიკის კონსტიტუციის მე-19 შესწორების თანახმად, ამერიკის ისტორიაში პირველად, ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ...

ფლორენსი სხვა პირველი ლედებისგან განსხვავებით უფრო თავისუფალი იყო, - აწყობდა მოდის ჩვენებს ოფიცილაური სადილის შემდეგ, მოგზაურობდა თვითმფრინავით და რაც მთავარია, თეთრი სახლის სტუმრებს, სპირტიანი სასმელით უმასპინძლდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში “მშრალი კანონი” მოქმედებდა.

ჰარდინგის ბიოგრაფების თქმით, ფლორენსი მეუღლის “სფიჩრაიტერი” იყო, საინაუგურაციო სიტყვაც მან დაუწერა. ჰარდინგს ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები და ბურბონი... ერთ-ერთ თამაშში მან თეთრი სახლის ფაიფური წააგო. მას ხშირად ხედავდნენ თეთრი სახლის სახურავზე, სიგარითა და ვისკით ხელში. ჰარდინგის მკაცრმა და საქმიანმა მეუღლემ იცოდა, რომ ქმარი ნენი ლივინგს ხვდებოდა, რომელიც მისი ერთ-ერთი ბოლო სიყვარული იყო...

თუმცა, ცოლ-ქმრის, ასე თუ ისე, მეგობრული ურთიერთობა დაანგრია ქერი ფულტონ ფილიპსმა, რომელიც ჰარდინგის საუკეთესო მეგობრის ცოლი იყო. ამის შესახებ ფლორენსმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიტყო, თუმცა, მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ქმარს საყვარელ ქალთან ურთიერთობის გაგრძელების ნება დართო...

თუმცა, მას შენდეგ, რაც ჰარდინგი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდა, საყვარელი ქალი, მისთვის მიწერილი წერილებით აშანტაჟებდა, - ფილიპსი ემუქრებოდა, რომ 1000-მდე წერილს რომელთა ნაწილიც ამერიკის სენატის ოფიციალურ ბლანკზე იყო დაწერილი, გამოაქვეყნებდა.

რესპუბლიკურმა პარტიამ, ჰარდინგის ევროპაში ორწლიანი მოგზაურობა დააფინსანსა, რათა ის მედიის ყურადღებიდან გამქრალიყო... ამასთან საყვარელ ქალს, ფილიპსს, 25 ათასი დოლარი გადაუხადეს, რათა მისი წერილები 29-ე პრეზიდენტის სიკვდილამდე საიმედო ადგილას შეენახა. სასიყვარულო ბარათებმა დღის სინათლე მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში იხილეს... 2014 წელს ის, წამყვანმა ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა, რომელიც მკითხველს აფრთხილებდა - “ჰარდინგისა და ფილიპსის წერილები დასვენების დღეებში წაეკითხათ, ან შვებულება აეღოთ”...

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"