კობა ლურსმანაშვილი - კატეგორიულად ვითხოვ, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ითელება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და "პიდარასტების" მიერ

კობა ლურსმანაშვილი - კატეგორიულად ვითხოვ, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ითელება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და "პიდარასტების" მიერ

ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და "პიდარასტების" მიერ ფეხქვეშ გათელილი, - ასე მიმართა შს მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა. მისი განცხადებით, ის შს მინისტრის მიდგომებს მიესალმება.

„იმ ჯგუფის მიმართ, ვისაც აღიზიანებს თქვენს მიმართ მადლობები, ვიქნები კრიტიკული. როდესაც მინისტრი და სამინისტრო ასეთ ღონისძიებას ატარებს და ყოველგვარი შეცდომების, ძალადობის გარეშე ხდება სიტუაციის რეგულირება, ეს არ მოსწონთ, ხოლო როდესაც უმცირესობები, ნარკომანები, ნარკორეალიზატორები და მათი მხრიდან მართული ჯგუფები ძალადობენ საზოგადოებების მიმართ, ასეთ შემთხვევაში მათ რეაქციებს ვერ ვხედავ ხოლმე. მე როგორც პარლამენტის წევრი, მივესალმები თქვენს მიდგომებს. როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და "პიდარასტების" მიერ ფეხქვეშ გათელილი“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები