რომან გოცირიძე - "ქლაბერი" და "ბიტლომანი" ვიყავი, დიდი თმებით და დისკო კლუბებში დავდიოდი

რომან გოცირიძე - "ქლაბერი" და "ბიტლომანი" ვიყავი, დიდი თმებით და  დისკო კლუბებში დავდიოდი

პარლამენტიდან გაისმოდა - რომან გოცირიძე "ქლაბერი" ხომ არ არის - ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი, დიდი თმებით, სტუდენტობის პერიოდში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ფრაქციების ფორმატში საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შს მინისტრი გიორგი გახარია და განაცხადა, რომ მინისტრის მოხსენება ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ის საუბრობდა როგორც "პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი პატარა დაშორიშორების ოპერაციით".

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ძალადობის წყარო არის ხელისუფლებაში.

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოხსენება და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინაშე გამოდიოდა არა მთავრობის ვიცე-პრემიერი, რომელიც წარმოადგენს მთელს მთავრობას და პასუხისმგებელია ძალოვანი ბლოკის საქმიანობაზე, არამედ - პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი პატარა დაშორიშორების ოპერაციით. როგორც იტყვიან ხოლმე, აქციისა და კონტაქციის მონაწილეებს შორის. არავითარი კონტრაქცია იქ არ იყო - ერთ მხარეს იყო ნათელი ახალგაზრდობა და მეორე მხარეს - ბნელი ნეოფაშისტები და ნუ ათანაბრებთ ამ აქციებს ერთმანეთთან.

როგორც პარლამენტიდან გაისმოდა ხოლმე - რომან გოცირიძე "ქლაბერი" ხომ არ არის - ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და "ბიტლომანი" ვიყავი, დიდი თმებით, სტუდენტობის პერიოდში. თურმე ძალიან ცუდი რამე ყოფილა "ქლაბერობა".

გამოვლინდა დღევანდელი ხელისუფლების ყველა სისუსტე და დანაშაული. ეს იყო ძალადობა. სად არის ძალადობის წყარო? - ძალადობის წყარო არის დღევანდელ ხელისუფლებაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ პოლიტიკაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ იდეოლოგიაში, რომელიც აქ იქმნებოდა და მათ შორის კონსტიტუციის მიღების დროს, როდესაც ქორწინების საკითხი და კიდევ ბევრი რამ ჩაწერეთ, როდესაც ვენეციის კომისიამ გაიძულათ, რომ მეორე დღესვე შეგეცვალათ კონსტიტუცია, სადაც რელიგიური საკითხები გარკვეული დამახინჯებული ფორმით გქონდათ. ძალადობის წყარო ხართ თქვენ, რომლებიც იღებთ კვიციანის მიერ წარმოდგენილ „რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს“ და განათლების თუ კულტურის კომიტეტი ერთსულოვნად უჭერს მას მხარს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნახეთ ვიდეო: ქლაბერი და "ბიტლომანი" ვიყავი დიდი თმებით, დისკო კლუბებში დავდიოდი - რომან გოცირიძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები