შსს-ს კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

შსს-ს კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც Ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.

შს სამინისტრო ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, სამართალდამცველია. არსებული ინფორმაციით, ის საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის.

მოქალაქე ნაილი ვახანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ უცნობი მამაკაცის მიერ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე საუბრობს. როგორც გოგონა ირწმუნება, მამაკაცმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მათ მანქანას შუშები ჩაუმსხვრია და მისი და მისი ძმის მიმართულებით ისროლა.

ნახეთ ვიდეო: "ამ კაცმა გვესროლა იარაღი!" - რა მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს