რუსთავში, მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

რუსთავში, მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

რუსთავში, მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოზარდი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმების ინფორმაციით, 10 წლის ბიჭს თავის ქალის ტრავმა აქვს, მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები.

გუშინ, რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივნიდან 10 წლის ბიჭი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ