ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ურეკში მომხდარი ავარიის დეტალები

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ურეკში მომხდარი ავარიის დეტალები

ურეკში ავარიის დროს დაშავებული პირი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამედიცინო ცენტრის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში ოთხი ადამიანი მიიყვანეს.

„ერთი პირი გარდაცვლილი იყო. მეორე დაშავებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმული დაზიანებები. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. დანარჩენებს შესაბამისი მკურნალობა და კვლევები უტარდებათ,“ - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

შსს-მ მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა შემდეგ მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ურეკში მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანას დაეჯახა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია