"ოფიციალური ვაშინგტონი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შსს-ს რეაგირებას დადებითად აფასებს"

"ოფიციალური ვაშინგტონი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შსს-ს რეაგირებას დადებითად აფასებს"

ოფიციალური ვაშინგტონი თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-დან აცნობეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ძალოვანი უწყებების რეაგირება ვაშინგტონში გამართულ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.

„ოფიციალური ვაშინგტონი უაღრესად პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე შეკრებილ ადამიანებს, საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცემოდათ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს