რა უნდა მიიღოს ორგანიზმმა ცხელ დღეებში - კვებისა და სმის რეჟიმი ზაფხულში

რა უნდა მიიღოს ორგანიზმმა ცხელ დღეებში - კვებისა და სმის რეჟიმი ზაფხულში

ზაფხულის სიცხე კვებისა და სმის თავისებურ რეჟიმს მოითხოვს. ზაფხულის დღე, ზამთრის დღისგან განსხვავებით, ნათელი პერიოდის ხანგრძლივობით გამოირჩევა, ამის გამო ძილის ხანგრძლივობა რამდენადმე მცირდება და საკვების მიღების რეჟიმიც გარკვეულწილად იცვლება. მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ჰაერის ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების სიჩქარე ორჯერ იზრდება.

გარდა ამისა, ჰაერის მომატებული ტემპერატურის პირობებში უჯრედების მიერ ჟანგბადის შეთვისება უმჯობესდება, ხოლო სხეულის ენერგეტიკული დანახარჯი მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ადამიანის ორგანიზმს ნაკლები კალორია სჭირდება. რა უნდა მივირთვათ ზაფხულის ცხელ დღეებში, რომ ადვილად გადავიტანოთ სიცხე, მაქსიმალურად შევითვისოთ ვიტამინები და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ნივთიერებები?

კვების ძირითადი პრინციპები

იმის გამო, რომ სიცხეში ორგანიზმს ნაკლები ენერგია ეხარჯება, ზაფხულში მიღებული საკვები ნაკლებკალორიული უნდა იყოს. ცხელი ქვეყნების მოსახლეობა ზაფხულობით ხორცს, ჩვეულებრივ, თევზითა და ზღვის პროდუქტებით ცვლის. ზაფხულში უმჯობესია მიირთვათ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებული მცენარეული საკვები. გარდა ამისა, ზაფხული კვების სხვა რეჟიმზე გადართვას მოითხოვს. ამ რეჟიმით ორგანიზმმა დღე-ღამის განმავლობაში 28% ცხიმი (მისი 2/3 მცენარეული წარმოშობისა უნდა იყოს), 55% ცილა (როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური - 1:1) და 17% ნახშირწყალი უნდა მიიღოს. რაც შეეხება უშუალოდ რეჟიმს, დღის ყველაზე ცხელ საათებში კვება უნდა გამოირიცხოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სრულფასოვანი და კალორიებით გაჯერებული საკვები დილით და საღამოს უნდა მიიღოთ, ხოლო ცხელ პერიოდში (ანუ მაშინ, როდესაც სიცხე პიკს აღწევს) ხილს, ბოსტნეულსა და სითხეებს მიანიჭოთ უპირატესობა. ზაფხულში უმჯობესია 6-7 საათზე ისაუზმოთ, სადილი დღის ხვატის დადგომამდე, 11-12 საათზე მიირთვათ, ხოლო ვახშამი - 18 საათზე. შუალედში, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი რაოდენობით უნდა მიიღოთ სითხე, ხილი და ბოსტნეული. მას, ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება უჭირს, შეუძლია, 20-21 საათზეც მიირთვას ცოტაოდენი. საუზმე დღის განმავლობაში მისაღები კალორიების 35%-ს უნდა შეიცავდეს, სადილი - 25%-ს, ვახშამი - 25%-ს, ხოლო გვიანი საღამოს ხემსი - 15 %-ს.

სითხის მიღების ძირითადი პრინციპები

ზაფხულის ცხელ პერიოდში ადამიანის ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს. მისი მარაგი დაუყოვნებლივ უნდა შეივსოს...განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ