25 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს

25 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს

ყოველ დილას ნიუ-იორკში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დამყარებაზე ზრუნვით იწყებს, თანაც ქალაქის იმ უბანში მუშაობს, სადაც კრიმინალი მაღალია, სამუშაო დღე - მძიმე და სტრესულია, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს და ამაყობს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ეს 25 წლის გიორგი ერისთავია, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ გიორგიმ ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დეტალებზეც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წესების თანახმად, არ საუბრობს, თუმცა, დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო 14 მაისს აშშ-ში თვის საუკეთესო ოფიცრის სტატუსი მიენიჭა.

"როდესაც შევიტყე, რომ თვის საუკეთესო ოფიცრად დამასახელეს, რა თქმა უნდა, დადებითი ემოციები მქონდა, რადგან წახალისება და აღიარება ყველა პროფესიაში აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიციელისთვის", - აღნიშნავს გიორგი Allnews.ge-სთან საუბარში.

ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, 2009 წელს კი თბილისიდან ნიუ-ჯერსის შტატში გაემგზავრა და სკოლა იქ დაამთავრა. როგორც თავად იხსენებს, საქართველოდან საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა მისთვის დიდი ცვლილება იყო, რადგან ახალ გარემოსთან შეგუება მოუწია. თავდაპირველად საკუთარი თავი გიორგიმ სპორტში იპოვნა.

"მოზარდის უცხო გარემოში "გადმორგვა" ადვილი საქმე არაა, თუმცა ამაში მე ფეხბურთი დამეხმარა. ნიუ-ჯერსის შტატში, სკოლის გუნდში ვთამაშობდი და პირველი წარმატებაც სწორედ აქ ვიგენე - პირველად, არსებობის ისტორიაში ჩვენ შტატის ჩემპიონები გავხდით! განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ