სად წავიდა ქართველი გლეხებისგან აღებული ასი ათასობით ლარი - "ბიზნესპრესნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა

სად წავიდა ქართველი გლეხებისგან აღებული ასი ათასობით ლარი - "ბიზნესპრესნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა

დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება. ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერები ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან იღებენ, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, კოორდინატორების დახმარებით, სკაიპჩართვებით ამერიკიდან ესაუბრება.

„ამერიკული გრანტის“ მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც თავად ამბობენ, ჯერ არავის მიუღია. არადა არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურების ინფორმაციით, 20-30 ათასი განმცხადებელი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარი, რომელიც „გლეხს არ დააქცევს“ ერთად თავმოყრილი 200 000-300 000 ლარად უკვე იქცა.

BPN.GE-მ ამ ორგანიზაციის შესახებ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა, რათა გაერკვია, სად წავიდა გლეხებისგან აღებული ფული.

„იდეების განვითარების ფონდი“ - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს 10 ლარის სანაცვლოდ ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას ჰპირდება. ორგანიზაცია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რეესტრის ბოლო, 2017 წლის 23 მარტით დათარიღებული ამონაწერით, ფონდს დამფუძნებელთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის პრეზიდენტიც, დიანა სახურიაა. მისი მოადგილე კი მიხეილ ნურაშვილია. ამასთან, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე/წევრია: ზურაბ თვარაძე, გამგეობის სხვა წევრებად კი ნიკა შავიშვილი, რამაზ სურმანიძე, გიორგი ლომსაძე და ტრისტან კიკვაძე არიან რეგისტრირებული.

როგორც ხედავთ, რეესტრში ბიზნესმენ დავით კარტოზიას კავშირი აღნიშნულ ფონდთან არ ფიქსირდება, თუმცა ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას 10 ლარის სანაცვლოდ მოსახლეობას სწორედ ის სთავაზობს. მეტიც, გასული წლის 5 ოქტომბერს, კარტოზიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ მას და ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს ხელმძღვანელს, დიანა სახურიას ნამდვილად აქვთ საერთო ინტერესები და ამერიკული ZIDF-ის (zeiter ideas development fund) თანადამფუძნებლები არიან. ცნობისთვის, ეს ის კომპანიაა, რომელიც „იდეების განვითარების ფონდთან“ პარტნიორობის შედეგად დავით კარტოზიას ამერიკაში უნდა დაეარსებინა და რისთვისაც მას ფერმერებისგან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ერიცხებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დეტალები თავად დავით კარტოზიასგან გაეგო, თუმცა, მან ამ ეტაპზე ინტერვიუზე უარი თქვა და როგორც მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამის შესაძლებლობა ზაფხულამდე ვერ მოგვეცემოდა, ამიტომ ჟურნალისტური მოკვლევა კარტოზიას გარეშე გავაგრძელეთ.

განხეთქილება ფონდის თანადამფუძნებლებს შორის

ინფორმაციის მოპოვებისას რა თქმა უნდა, „იდეების განვითარების ფონდის“ დირექტორს, დიანა სახურიასაც დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ ფონდი მისი დაფუძნებულია. ის ასევე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც თანამშრომლობდა დავით კარტოზიასთან, თუმცა, გასული წლის 9 დეკემბრის შემდეგ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ფონდი გასული წლის 30 მარტს გაიხსნა. უკვე მაის-ივნისის პერიოდში კარტოზიას საკუთარი ანგარიშიდან 8 000 დოლარამდე გადავუგზავნე, რომ ამერიკაში ორგანიზაცია ZIDF დაეარსებინა. 5 აგვისტოს კი ფერმერებთან შეხვედრები დავიწყეთ. ამის შემდეგ, 30 ნოემბერს საქართველოში კარტოზიას შვილი ჩამოვიდა. ხალხთან შეხვედრისას ის ეუბნებოდა, რომ გრანტის მისაღებად ჯერ მზად არ იყვნენ და ამას ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. ბოლო შეხვედრა მასთან 9 დეკემბერს გაიმართა... მას შემდეგ მათთან ურთიერთობა გავწყვიტე. თებერვალში კი უკვე თავად კარტოზიამ თქვა, რომ ჩვენთან თანამშომლობა აღარ სურდა. მიუხედავად ამისა, სხვა კოორდინატორების საშუალებით და „იდეების განვითარების ფონდის“ სახელით, ცალკე ოფისები დააარსა. რეესტრში ეს ფონდები რეგისტრირებულია როგორც, „ზეიტერ სამეგრელო“, „ზეიტერ გურია“, „იდეების განვითარების ფონდი კახეთი“ და ა.შ. რადგან ეს სახელი დაპატენტებული არ მაქვს, ვერაფერი მოვიმოქმედე და იმ პერიოდს ველოდებოდი, როცა დოკუმენტებით შევძლებდი მასთან საუბარს. შესაბამისად, ისინი საქმიანობას ახლაც აგრძელებენ და როგორც ვიცი სასულიერო პირებიც კი ჰყავდათ ამ საქმეში ჩართული“, - ამბობს სახურია.

სახურიამ იმ სქემაზეც ისაუბრა, თუ ვინ და რაში იღებდა ფულს ფერმერებისგან და ვისი გრანტით უნდა მომხდარიყო მათი დახმარება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მის ფონდში 10 ლარიანი მოსაკრებელი 6 ათასამდე ფერმერს აქვს შეტანილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათასამდე ფერმერს და მათ მიერ გადახდილ თანხას, სახურიამ გვითხრა, რომ მათთვის თანხის დაბრუნება ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა, რადგან თანხის ნაწილი ამერიკაში იყო გადაგზავნილი. თუმცა, მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი და აუხსნა, რომ ფონდი ცდილობს, სხვადასხვა საელჩოებთან თუ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების შედეგად მათ გრანტის მიღებაში მაინც დაეხმაროს.

„ფერმერების მიერ შემოტანილი თანხა საქართველოში ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა, საიდანაც 30% -ს ამერიკაში დავით კარტოზიას ვურიცხავდით. ორჯერ კი თანხა ვინმე ივი სარმიენტოსთან გადავგზავნეთ. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ ხდებოდა ფერმერებთან მუშაობა: ფერმერს შემოჰქონდა იდეა, შემდეგ ამ იდეებს დარგების მიხედვით ვანაწილებდით და ამერიკაში კარტოზიას ვუგზავნით, რადგან პროექტები იქ უნდა შექმნილიყო და ამისთვის ირიცხებოდა ფერმერების მიერ შემოტანილი თანხის 30%-იც განაგრძეთ კითხვა

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი

საშობაო ალილო თბილისში - სადღესასწაულო მსვლელობის ულამაზესი ფოტოები