ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახსენებს, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით (ე.წ. FOREX) ან ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

„ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოება და გაითვალისწინონ, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. მოგიწოდებთ, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლოთ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც 2018 წლის 21 მაისისთვის უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საბროკერო საქმიანობა, ასეთია: შპს "თიბისი კაპიტალი", სს "გალტ ენდ თაგარტი", შპს "ქართუ ბროკერი", სს "კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი", შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი", სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ", შპს "ლ.ა. ინვესტ", შპს "ფიდელის ველს მენეჯმენტი" და შპს "თრეიდ ჰოლდინგი".

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო