ოჯახში ძალადობის მონაცემები ციფრებში - IDFI შემაშფოთებელ მონაცემებს აქვეყნებს

ოჯახში ძალადობის მონაცემები ციფრებში - IDFI შემაშფოთებელ მონაცემებს აქვეყნებს

2017 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი და 497 კაცი გახდა, - ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, რომელიც 2013-2018 წლებში ოჯახში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მონაცემების თანახმად, 2014 წლიდან მოყოლებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი, როგორც კაცებში, ასევე ქალებში ყოველწლიურად იზრდება.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 253 ქალი და 32 კაცი გახდა; 2012 წელს - 308 ქალი და 27 კაცი; 2013 წელს - 220 ქალი და 20 კაცი; 2014 წელს კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 742 ქალი და 87 კაცი გახდა; 2015 წელს მსხვერპლთა მაჩვენებელმა ქალებში 2301 მიაღწია, კაცებში კი 337-ს; 2016 წელს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი 2585 ქალი და 381 კაცი იყო; 2017 წელს - 3599 ქალი და 497 კაცი.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს, 2011 წელს ოჯახში ძალადობა 240 კაცმა და 21 ქალმა ჩაიდინა; 2012 წელს - 291 კაცმა და 22 ქალმა; 2013 წელს - 207 კაცმა და 18 ქალმა; 2014 წელს - 690 კაცმა და 60 ქალმა; 2015 წელს - 2283 კაცმა და 185 ქალმა; 2016 წელს ოჯახში ძალადობის შემცველი დანაშაული 2544 კაცმა და 222 ქალმა ჩაიდინა; 2017 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა კაცებთან მიმართებაში 3492-ს ხოლო ქალებთან მიმართებაში 393-ს მიაღწია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ