ბათუმში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმში, თაბუკაშვილის N3-ში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, ყოველი წვიმის დროს საცხოვრებელ სახლში წყალი ჩადის და მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

ოჯახის წევრების განცხადებით, 14 წლის წინ შუახევის მუნიციპალიტეტიდან ეკოლოგიური პრობლემების გამო ბათუმში საცხოვრებლად ჩავიდნენ და აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს. მოსახლეობა ბათუმის მერიას საცხოვრებლით დაკმაყოფილებას სთხოვს.

„ასეთ მდგომარეობაში ორი თვეა ვიმყოფებით. ბათუმის მერიას რომ მივმართეთ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. ჯანდაცვის სამინისტროდან ისევ ბათუმის მერიაში გაგვიშვეს. შენობა წლების წინ თვითნებურად დავიკავეთ, რადგან წასასვლელი არსად გვქონდა. შენობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება“,- განაცხადა ზვიად ჭაღალიძემ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ჭაღალიძეების ოჯახს საცხოვერებელი სახლი დროებით ე.წ. ბრეზენტით ორჯერ გადაუხურეს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახთან მიმართებაში უწყება პასუხიმგებლობას იხსნის, რადგან ჭაღალიძეების ოჯახს შენობა უკანონოდ აქვს დაკავებული. „ბათუმის მერია ჭაღალიძეების ოჯახს ორჯერ დაეხმარა. ამ ოჯახთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვიხსნით, იმიტომ, რომ მათ შენობა თვითნებურად აქვთ დაკავებული“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭაღალიძეების 13 სულიანი ოჯახი ეკომიგრანტთა სიაში არ ირიცხება და შესაბამისად, სამინისტრო რაიმე სახის დახმარებას ვერ გაუწევს. უწყებაში ამბობენ, რომ ჭაღალიძეების ოჯახმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს და მათ მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ