რას წერენ ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილი გამოცემები საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით

რას წერენ ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილი გამოცემები საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით

ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს. მათში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, თანამედროვეობაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის დიპლომატიურ გამოცემაში "Suursaadik" გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის ვრცელი ინტერვიუ, სადაც საქართველოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლიან გზაზე და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე საუბრობს. თეა ახვლედიანი პუბლიკაციაში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თანამედროვეობაზე, მისი განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესზე. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველო-ესტონეთის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დამოუკიდებლობისადმი ესტონეთის მხარდაჭერის მნიშველობაზე.

ჩინურმა ჟურნალმა "ჩაინა დეილი"-მ ასევე გამოაქვეყნა საქართველოს ელჩის, დავით აფციაურის ინტერვიუ, სათაურით - "საქართველო "სარტყელისა და გზის" ფარგლებში ჰაბის სტატუსის დამკვიდრებას სცდილობს". ინტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბი გახდება. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და სავაჭრო რესურსების შესახებ. დავით აფციაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიურობაზე. "ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ორი კონტინენტის გასაყარზე, მეტად ზრდის საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრების შემაკავშირებელი ხიდის როლს", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა, დავით აფციაურმა.

კანადურ ჟურნალში "Ottawa Life Magazine" ასევე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "მაღალი დონის დიპლომატმა გამოცდილება და ხედვა ჩამოიტანა - მისი გავლენა ოტავაში იგრძნობა", რომელიც კანადაში საქართველოს ელჩს, კონსტანტინე ქავთარაძეს მიეძღვნა. სტატიაში ავტორი აღწერს საქართველოს ისტორიულ წარსულს, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის გაზეთ Albilad"-ში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას სტატია, სათაურით -"Georgia celebrates the 100th anniversary of Georgia’s First Democratic Republic". სტატიაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს.

გიორგი ჯანჯღავა სტატიაში ხაზს უსვამს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და სამხედრო თანამშრომლობა. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა საუდის არაბეთის საგარეო უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიული წარსულის, საქართველოს იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი საგაზეთო სტატის გამოქვეყნება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები