6 არასწორი რჩევა, რომლებსაც მშობლები აძლევენ თავიანთ შვილებს

6 არასწორი რჩევა, რომლებსაც მშობლები აძლევენ თავიანთ შვილებს

მოიქეცით საპირისპიროდ და თქვენი შვილები იქნებიან ბედნიერები და წარმატებულები. ნებისმიერ მშობელს სურს, რომ თავისი შვლი წარმატებული და ბედნიერი გაიზარდოს. ამიტომ ჩვენ ვასწავლით ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენი აზრით, დაეხმარებათ მათ მიზნების მიღწევაში. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე დამანგრეველ შეხედულებას, რომელსაც ბევრი იყენებს ბავშვების აღზრდის დროს.

1. ჩვენ ვეუბნებით შვილს: იფიქრე მომავალზე, იყავი წარმატებული და მოიგე.

უნდა ვუთხრათ: იცხოვრე (ან იმოქმედე) მოცემულ მომენტში

გონება, რომელიც გამუდმებით ცდილობს ფოკუსირება მოახდინოს მომავალზე - კარგი ნიშნებიდან დაწყებული, კოლეჯში სწავლით დამთავრებული - მიდრეკილი იქნება შფოთვისა და შიშისკენ. პატარა სტრესიც შეიძლებაგახდეს კარგი მოტივატორი. ხანგრძლივი ქრონიკული სტრესი ანგრევს ჯანმრთელობას. ბავშვები წარმატებულები არიან, თუ ისინი სწავლობენ ამ მოცემულ მომენტში. როდესაც ადამიანები თავს გრძნობენ ბედნიერად, მათ შეუძლიათ სწრაფად სწავლა, შემოქმედებითად აზროვნება და პრობლემების ადვილად მოგვარება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბედნიერება 12%-ით უფრო პროდუქტიულს ხდის ადამიანს. ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, კარგია მიზნის დასახვა და მათთვის ბრძოლა. მაგრამ ეცადეთ, ახლა და ამ მომენტში იყოს მათთვის სწავლა სიამოვნების მომტანი და არა სტრესული, დაეხმარეთ მათ კონცენტრირება მოახდინონ მათთვის სასიამოვნო მიმდინარე ამოცანასა თუ საუბარზე. და ყოველ წამს ნუ გაუმეორებთ, რომ თუ არ ისწავლის მომავალში ვერაფერს მიაღწევს. ამაზე ხშირად საუბარი არ არის საჭირო.

2. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: სტრესი გარდაუვალია, იყავი შეუპოვარი.

ხანდახან უნდა ვუთხრათ: ისწავლე განტვირთვა, მოდუნება

სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ვისხამთ ლიტრობით კოფეინს და ვცვლით გეგმებს დღის მანძილზე. ღამე ისეთი გამოფიტულები ვართ, რომ მსვამთ ალკოჰოლს, ვიღებთ უძილობის ან დამამშვიდებელ აბებს. ეს ცუდი მაგალითია ბავშვებისთვის. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც გამოფიტვამდე იხარჯებიან სამსახურში, ხშირად აქვთ პრობლემები სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ასწავლონ ბავშვებს აუცილებელი უნარები, რათა უფრო ამტანნი იყვნენ სტრესული სიტუაციების მიმართ. რთულია ცხოვრების წესის შეცვლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი მეთოდები, როგორიცაა მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, რათა უკეთესად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ დაძაბულობას. ეს ინსტრუმენტები ბავშვებსაც ეხმარება ისწავლონ თავიანთი ნერვული სისტემის გამოყენება დასვენებისთვის.

3. ჩვენ ვეუბნებით ბავშვს: გააგრძელე საქმის კეთება.

ხანდახან უნდა ვუთხრათ: მხიარულად გაატარე დრო.

ჩვენი შვილების ყოველდღიური განრიგი ხშირად გადატვირთულია კლასგარეშე წრეებით და ოჯახური საქმიანობით. ამის გამო მათ ცოტა დრო რჩებათ დასვენებისთვის. ამიტომ უნებურად ვაიძულებთ ჩვენს შვილებს, დახარჯონ თავიანთი ენერგია სკოლის შემდეგ. ამასთან არ ვუტოვებთ დროის რესურსს, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი გონება მზადაა მოიგონოს შესანიშნავი იდეები მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახდენთ მაზე ზეწოლას. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ გადავტვირთოთ ბავშვები, ჩვენ უნდა მივცეთ მეტი თავისუფალი დრო. მათ შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაცია გადააქციონ გართობად. თავისუფალი დრო ბავშვებს მისცემს საშუალებას გახდნენ უფრო შემოქმედებითები და ინოვატორები. მნიშვნელოვანია, რომ ისწავლონ განტვირთვა, ითამაშონ და იყვნენ ბედნიერები. ეს თავისუფალი დრო შეგიძლიათ, თქვენც გაატაროთ მათთან ერთად და მიანიჭოთ მათ ბედნიერი წუთები...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს