“დეილის” კამპანია #მიყვარსჩემიქალაქი

“დეილის” კამპანია #მიყვარსჩემიქალაქი

მაღაზიათა ქსელი “დეილი”, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და უბნებში, აწარმოებს კამპანიას #მიყვარსჩემიქალაქი.

“ჩვენი სიძლიერე ჩვენი ხალხი და ქვეყანაა. ყველა ქალაქში, სადაც კი გავხსენით “დეილი”, დაგვხვდა საოცარი გარემო, ხალხი და ადგილობრივი კულტურა. გვინდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მრავალფეროვნება აღვნიშნოთ და ყველამ გავიზიაროთ თითოეული ქალაქისა თუ სოფლის სილამაზე და სიყვარული. ჩვენი კამპანია “მიყვარს ჩემი ქალაქი”, სწორედ ამას ეძღვნება”, - განაცხადა დავით კუხალაშვილმა, “დეილის” გენერალურმა დირექტორმა.

“დეილის” კამპანიის ფარგლებში ხორციელდება გათამაშება. პირობები მარტივია და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამისათვის საჭიროა:

ჯგუფში გაწევრიანება;

თქვენ მიერ შექმნილი ვიდეო ან სურათის განთავსება ჩანაწერის თანხლებით თემაზე - მიყვარს ჩემი ქალაქი.

“დეილი” გამარჯვებულებს 31 მაისს გამოავლენს მათი ჩანაწერების მოწონებებისა და გაზიარებების რაოდენობის გათვალისწინებით. ჩაერთეთ გათამაშებაში და გაგვიზიარეთ თქვენი ქალაქის ღირშესანიშნაობები. დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ ამ ბმულზე გაეცანით.

შეგახსენებთ, რომ “დეილი” მაღაზიათა ქსელია, რომელიც წარმოდგენილია ქუთაისში, თბილისში, ზესტაფონში, გორში, საგარეჯოსა და სამტრედიაში. “დეილი” მომხმარებლებს არჩევანის მრავალფეროვნებას, ხარიხიან პროდუქციას და სერვისს სთავაზობს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “დეილის” ფეისბუქის გვერდზე.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი