დონალდ ტრამპმა შესაძლოა კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას

დონალდ ტრამპმა შესაძლოა კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიძლება უარი თქვას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე.

ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაიკლ პენსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ვაშინგტონს შეხვედრის წინ დათმობებზე წასვლა არ უნდა მოსთხოვოს.

„კიმ ჩენ ინისთვის დიდი შეცდომა იქნება თუ იფიქრებს, რომ დონალდ ტრამპთან თამაშს შესძლებს“, - აღნიშნა მაიკლ პენსმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ დონალდ ტრამპმა უარი თქვას კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გაიმართოს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა“.

16 მაისს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიმ გე გვანმა განაცხადა, რომ ფხენიანი შესაძლოა უარს იტყვის აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე თუ ვაშინგტონი განაგრძობს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის მოთხოვნას.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე