მაიკ პომპეო - თუ ირანი თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, აშშ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას განახორციელებს

მაიკ პომპეო - თუ ირანი თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, აშშ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას განახორციელებს

თუ ირანი თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, აშშ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას განახორციელებს, მათ შორის ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას განვახორციელებთ ირანის რეჟიმზე. თეირანში ირანის ლიდერები ეჭვის ქვეშ არ უნდა აყენებდნენ ჩვენს განზრახვებს. სანქციები მხოლოდ გაძლიერდება და უფრო და უფრო მტკივნეული გახდება იმ შემთხვევაში, თუ ირანის რეჟიმი თავის კურსს არ შეცვლის“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, ირანის ამჟამინდელი კურსი არაპროდუქტიული და მიუღებელია. „ირანთან მიღწეულმა შეთანხმებამ მხოლოდ გადაავადა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შესაძლებლობები. ეს შეთანხმება არ უზრუნველყოფდა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას. მეტი ეს აღარ მოხდება“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე