"აი, მეგობრებო, ეს არის ის კაცი, რომელიც მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა" - ინგა გრიგოლია ფოტოს ასაჯაროვებს

"აი, მეგობრებო, ეს არის ის კაცი, რომელიც მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა" - ინგა გრიგოლია ფოტოს ასაჯაროვებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში იმ მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც წლების მანძილზე ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. აღნიშნული პიროვნება გუშინ დააკავეს.

"აი, მეგობრებო, ეს არის იმ კაცის ფოტო, რომელიც მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა, რომელიც ამდენი წელი მაცხოვრებდა საშინელ სტრესში, მისი ფოტო "რეაქციის" ანონსშია, იხილეთ და ვეჭვობ, ამ ფოტოს რომ ნახავთ, მიხვდებით რა უცნაური ამბავი მჭირს", - წერს გრიგოლია.

ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემაშფოთებელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტელეწამყვანი ყვებოდა, რომ უკვე წლებია უცნობი მამაკაცი მოსვენებას არ აძლევს და შურისძიებით ემუქრება. როგორც ჟურნალისტი წერდა, მუქარის ავტორი ნასამართლევია და ციხიდან 2013 წელს ამნისტიით გამოვიდა. გრიგოლიას თქმით, უცნობი თავს მის ქმრად და შვილის მამად ასაღებს. ტელეწამყვანმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა უშედეგოდ.

გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

იხილეთ: კადრები, სადაც ჩანს როგორ ტოვებს გრიგოლიასთვის გადასაცემ მუქარის წერილს მამაკაცი "ტვ პირველის" ოფისთან - მამაკაცი შსს-მ უკვე დააკავა

"გამოტყდით, ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავადმყოფოში

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს