თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 104 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 104 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 104 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

იზმირის სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე 280 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა. ასევე 21 ადამიანს 20-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, 31 ბრალდებულს კი 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობისთვის.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა მეამბოხეთა ჯგუფმა 2016 წლის 16 ივლისის ღამეს სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბოლში მიმდინარეობდა. დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000-ზე მეტი ადამიანი, ხელისუფლებამ ამბოხება ჩაახშო. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე