"ბუბუ, ბიბი, ვაჩე..." - ბუფონი კახა კალაძის შვილებთან ერთად

"ბუბუ, ბიბი, ვაჩე..." - ბუფონი კახა კალაძის შვილებთან ერთად

თბილისის მერი კახა კალაძე "ინსტაგრამზე" ლეგენდარულ ფეხბურთელებლთან, დიდასთა და რონალდოსთან ერთად გადაღებულ "სელფს" აქვეყნებს, ასევე ფოტოს, რომელზეც ჯანლუიჯი ბუფონი კალაძის სამ შვილთან ერთად არის გადაღებული.

შეგახსენებთ, გუშინ მილანში, "სან სიროს" სტადიონზე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გაცილების მატჩი გაიმართა. გამოსამშვიდობებელ მატჩში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, მონაწილეობას პირლოს ყოფილმა თანაგუნდელმა, კახა კალაძემაც მიიღო მონაწილეობა.

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავმა, „მილანის“ ნახევარმცველმა კარიერა გასული წლის მიწურულს დაასრულა, თუმცა მრავალი ტიტულის მფლობელი ფეხბურთელი აქტიური სპორტიდან გუშინ გამართული გამოსამშვიდობებელი მატჩით წავიდა, რომელშიც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, მათ შორის ბრაზილიელები ნელსონ დიდა და რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა, ასევე იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი.

ანდრეა პირლო და კახა კალაძე „მილანში“ ცხრა წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ, რა პერიოდშიც მილანურმა გრანდმა სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

"ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს