"ბიძინა ივანიშვილს თავისი შეხედულება არ დაუფიქსირებია, ჩვენს არგუმენტებს ისმენდა, დავიშალეთ ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია"

"ბიძინა ივანიშვილს თავისი შეხედულება არ დაუფიქსირებია, ჩვენს არგუმენტებს ისმენდა, დავიშალეთ ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია"

დავიშალეთ ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მირიან წიკლაურმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ბატონ ბიძინას თავისი შეხედულება ამ ჯერზე არ დაუფიქსირებია, უფრო ჩვენს არგუმენტებს ისმენდა, შესაბამისად, დავიშალეთ ისე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. შეხვედრები გაგრძელდება, მუშაობა გაგრძელდება და ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე, რომელიც ქვეყნისათვის მისაღები და სასურველია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასე ხელაღებით დეკრიმინალიზაცია არ შეიძლება მოხდეს, რადგან ამას შესაბამისი ჯაჭვური რეაქცია მოყვება. აქედან გამომდინარე, სასურველია, გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდეს, მაგრამ არა ისე, რომ ამან სხვა უარესი მოვლენები არ გამოიწვიოს. რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილს რაიმე აზრი არ გამოუთქვამს. ბატონი ბიძინას სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე მისი ავტორიტეტიდან, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას პარლამენტი იტყვის", - განაცხადა წიკლაურმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები