უპრეცედენტო შემთხვევა - წიგნი, რომელიც გამოშვების დღიდან ბესტსელერია და უკვე დეფიციტშია

უპრეცედენტო შემთხვევა - წიგნი, რომელიც გამოშვების დღიდან ბესტსელერია და უკვე დეფიციტშია

"კვირის პალიტრის" მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგი უპრეცედენტო პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 28 მეფე "ქართველი მეფეების" 24 ტომეულში გაცოცხლდება. მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამა თუ იმ ეპოქის, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს.

უკვე გამოსულია 5 ტომი: თამარ მეფე, ბაგრატ III, ვახტანგ VI და გიორგი III.

სერიის მეხუთე ტომი ფარნავაზი 21 მაისს გამოვიდა და მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა, იგი გამოსვლის დღიდანვე ბესტსელერია. წიგნი, ისტორიკოსის, გრანი ქანთარიას ავტორობით არის დაწერილი, რომელიც უკვე ათეული წელია ქართლის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდს იკვლევს. ყველამ ვიცით, რამდენად სახელოვანი პერსონაჟია საქართველოს ისტორიაში მეფე ფარნავაზი, თუმცა ავტორი ყურადღებას აზოს ფაქტორზეც ამახვილებს.

აღსანიშნავია, რომ აქ არ არის მხოლოდ მშრალი საუბარი ან მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტები მოყვანილი - მკითხველს შეუძლია გაეცნოს მეფის პირად ცხოვრებას, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ პირველი პირები, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

წიგნი, რომელიც გამოშვების დღიდან ბესტსელერია - იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი