ქართული მხარის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში - რუსეთმა სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა

ქართული მხარის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში - რუსეთმა სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა

რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ მიმდინარე ზეპირ მოსმენაზე განაცხადა.

ადვოკატმა ისაუბრა რუსული ავიაციის მიერ გორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.

„ადგილზე აღმოჩენილ იქნა რაკეტების ფრაგმენტები, რომლებსაც ჰქონდათ სერიული ნომრები, რომლებიც ადასტურებდა მათ რუსულ წარმომავლობას. რუსული მხარე კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი ინფორმაცია და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილი. სინამდვილეში რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა. სწორედ რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე“, - განაცხადა ბენ ემერსონმა.

ადვოკატის კომენტარის თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.