www.biblusi.ge-ზე მე–1000 იღბლიანი მომხმარებელი გამოვლინდა!

www.biblusi.ge-ზე მე–1000 იღბლიანი მომხმარებელი გამოვლინდა!

საქართველოში ნომერ პირველ, წიგნის ონლაინ მაღაზია www.biblusi.ge-ზე, იღბლიანი მე–1000 მომხმარებელი გამოავლინდა, რომელსაც საჩუქრად ჰილი ნაპოლეონის ბესტსელერი „იფიქრე და გამდიდრდი“ გადაეცა.

გამარჯვებული გახდა ანა ბერიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ბიბლუსის აქციის შესახებ არაფერი იცოდა, საჩუქარი მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიბლუსის ვებგვერდით ხშირად ვსარგებლობ, მე-1000 იღბლიანი მომხმარებლის შესახებ, არაფერი ვიცოდი. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ იღბლიანი მომხმარებელი ვიყავი და თანაც ჩემთვის სპეციალური საჩუქარი ჰქონდათ, ძალიან გამიხარდა. სასიხარულოა საჩუქრის მიღება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საჩუქარი – წიგნია“, - გვითხრა ანამ და დასძინა, რომ მისი შეძენა მეუღლისთვის სურდა.

„იფიქრე და გამდიდრდი" ჰილი ნაპოლეონის ბესტსელერია, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, სარგებელი მიიღოთ უნარიანი და ჭკვიანი ადამიანების რჩევებისგან, ეფექტურად მართოთ თქვენი საქმიანობა და სწრაფად იაროთ წამატების გზაზე. წიგნი 500 ყველაზე მდიდარი ამერიკელის გამოცდილებას ეყრდნობა. ჩემს მეუღლეს მისი შეძენა სურდა, მე კი ვიფიქრე, რომ საჩუქარს გავუკეთებდი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ „ბიბლუსმა“ ორივე დაგვასაჩუქრა. ძალიან გაგვეხარდა“,– გვითხრა ანამ და დასძინა, რომ ის 10 წელია "ბიბლუსის" ერთგული მომხმარებელია.

„ჩემი ოჯახის წევრები წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიებში ამჯობინებენ. ჩემთვის კი წიგნის შეძენის ყველაზე კომფორტული გზა ვებგვერდია, რომელმაც წიგნთან კიდევ უფრო დამაახლოვა. გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ. საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, რის გამოც მაღაზიაში მისვლას თითქმის ვერასდროს ვახერხებ. საუკეთესო გზა ჩემთვის www.biblusi.ge-ია. შევდივარ ვებგვერდზე, ვარჩევ სასურველ წიგნს და ვყიდულობ. უნდა აღვნიშნო რომ ვებგვერდს ძალიან მარტივი სტრუქტურა აქვს. მიწოდების სერვისიც კომფორტულია. ფასებზე ხომ არაფერს ვამბობ, მომწონს ის ფაქტიც, რომ ხშირად გაქვთ სხვადასხვა ფასდაკლებები“,– გვითხრა ბერიძემ.

შეგახსენებთ, www.biblusi.ge საქართველოში არსებული წიგნის ნომერი პირველი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს წიგნების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ფასდაკლებებითა და საინტერესო აქციებით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს