ავტორი:

რუსეთი ავღანეთსაც უმიზნებს? - რა ჩანაფიქრი აქვს ვლადიმერ პუტინს

რუსეთი ავღანეთსაც უმიზნებს? - რა ჩანაფიქრი აქვს ვლადიმერ პუტინს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ავღანეთში ვითარება იმდენად არასტაბილურია, რომ იქ მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების სხვაგან, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში შედინების რეალური საფრთხე გაჩნდა.

"ამას ადასტურებს გროზნოში რამდენიმე დღის მომხდარი ტერაქტი, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" მიერ "დავერბოვკებულმა ადგილობრივებმა, რომელთა ასაკი 20 წელს არ აღემატება, კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ტერორიზმი კი არ მცირდება, პირიქით - მასშტაბები ფართოვდება" - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

როგორც ჩანს, ის მინისტრ სერგეი შოიგუს პოზიციას ახმოვანებს, რომლის თქმითაც, ავღანეთიდან ტერორისტების სხვა ქვეყნებში გადასვლამ ინტენსიური სახე მიიღო. ამის შესახებ, მან ტაშკენტში, უზბეკეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან აბდუსალამ აზიზოვთან შეხვედრისას ისაუბრა.

შოიგუს თქმით, რუსეთსა და უზბეკეთს შორის, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ძალიან კონკრეტულად არის განსაზღვრული.

"ამიტომაც, განვიხილავთ ყველა იმ რისკ-საფრთხეებს, რომელიც უზბეკეთის საზღვართან არის და აქ შეუძლებელია ტერორიზმის მზარდ საფრთხეებზე არ ვისაუბროთ, რომელიც სირიიდან და ავღანეთიდან მომდინარეობს. ამიტომაც, უზბეკეთის საზღვარზე, განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამხედრო სპეციალისტების პოზიცია, რადგან შესაძლოა, გამოუვალ სიტუაციაში სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მოგვიწიოს..." - განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება უცნაურად არ მოსჩვენებიათ ადგილობრივ პოლიტოლოგებს. მათი თქმით, "შოიგუ ცდილობს, ავღანეთის სტაბილური განვითარების ფარგლებში ამერიკის როლი დააკნინოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვოს, რომ კოალიციის ძალისხმევის მიუხედავად, ავღანეთი ტერორისტების ბუდედ რჩება."

კიდევ ერთი ნაწილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პუტინს სხვა ჩანაფიქრიც ჰქონდეს, მაგალითად, კიდევ ერთი "ბრძოლის ხაზის გახსნა".

"მთავარია, დაიწყოს და შედეგს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, შედეგზე მის მიერ დაფინანსებული მედია იზრუნებს..." - წერს რუსი ბლოგერი რუსტამ ადაგამოვი.

სამხედრო ჟურნალ "ეროვნული უსაფრთხოების" მთავარი რედაქტორის იგორ კოროტჩენკოს შეფასებით, "ავღანეთში ვითარება მართლაც მძიმეა, რადგან ამერიკელებმა იქ ვითარების დასტაბილურება მათი გამარჯვების შემდეგაც ვერ შეძლეს, უნდათ თუ არა ამის აღიარება, ეს ასეა...".

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარინდა მოდისაც შეხვდა და მასთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის თემაც განიხილა.

ინდოელი დიპლომატის თქმით, რუსეთი ინდოეთისთვის მთავარი იარაღის მიმწოდებელია და გარდა ამისა, ინდური ბიზნესისთვის რუსული ბაზარი ძალზე საინტერესოა...

როგორც ცნობილია, 2018 წლის განმავლობაში რუსეთსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, გრძელვადიან გეგმაში, 2025 წლისთვის ეს თანხა 30 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს...

რუსული მედიის ცნობით, ინდოეთის შიდა პოლიტიკურ წრეებში არ მალავენ, რომ "ავღანეთის საკითხში თანამშრომლობის ფარგლებში რუსეთთან ურთიერთობის გზებსა და ფორმებს ეძებენ. ეს თემა ინდოეთს სხვადასხვა მიზეზებთან ერთად კიდევ იმიტომ აღელვებს, რომ რეგიონში მას მეტოქობას უწევს პაკისტანი".

ვაშინგტონში Gulf Analytics-ის ანალიტიკოსი თეოდორ კრასიკი, ინდოეთისა და რუსეთის ურთიერთობას "მრავალხმრივ საინტერესოს" უწოდებს.

"ერთის მხრივ რუსეთი ცდილობს "თალიბებთან" მოლაპარაკებები ჰქონდეს და ამავდროულად ებძრვის "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს. კარგია, რომ ეს ესმით ინდოეთში, ისევ როგორც ის, რომ მისი მეტოქე პაკისტანი, "თალიბების" გაძლიერებით, ცდილობს ავღანეთზე კონტროლი ჰქონდეს" - წერს ამერიკელი ანალიტოკისი.

რამდენიმე დღის წინ, "თალიბებმა", ავღანეთში მომუშავე რამდენიმე ინდოელი ინჟინერი გაიტაცეს. Financial Time-ს ცნობით, ინდოეთი ჯერჯერობით არ აპირებს ავღანეთში თავისი შეიარაღებულ ძალები გაგზავნოს, თუმცა "გარკვეული სახელმწიფოები მას ამისკენ აშკარად უბიძგებენ...

იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთი თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთში გადაისვრის, ამან შეიძლება პაკისტანთან მისი ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს... უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, რუსეთმა პაკისტანთან კავშირები, მათ შორის სამხედრო სფეროში გაამყარა. ასე რომ, ძალიან საინტერესო მრავალკუთხედი იკვრება. ამასთან დაკავშირებით დელიში პრობლემას ჯერჯერობით ვერ ხედავენ, რადგან მათი ვარაუდით, "ეს უფრო ამერიკას ეხება, ვიდრე ინდოეთს...".

დასავლური მედიის შეფასებით, რუსეთი ყველა გზით ცდილობს ცენტრალურ აზიაში გავლენები მოიპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი "ძლიერ ფიგურად" ითვლება, რუსეთში მისი ვიზიტი შეიძლება სხვადასხვანაირად შეფასდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მოდიმ მოსკოვში ვიზიტით იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ინდოეთის საგარეო პოლიტიკა "მრავალ ვექტორულია".

The Washington Post-ის ცნობით, ამერიკასა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 140 მილიარდ დოლარს შეადგენს და უახლოეს მომავალში, ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება. ამიტომაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოდის რუსეთში ვიზიტის ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ შეიარაღების საკითხია.

ცნობისთვის, რუსეთსა და ინდოეთს შორის სახმედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1960 წლიდან დაიწყო და მაშინ 65 მილიარდ დოლარს შეადგენდა...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე