აქცია "რუსთავი 2"–თან - ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირთა ნაწილია შეკრებილი

აქცია "რუსთავი 2"–თან - ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირთა ნაწილია შეკრებილი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის ერთ–ერთ გადაცემაში წამყვან გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას აპროტესტებენ, რომელიც ღვთისმშობელს შეეხებოდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ისა და ტელეწამყვან გიორგი გაბუანიას მხრიდან და მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მოქალაქეები მოითხოვენ ბოდიში მოიხადოს გიორგი გაბუნიამ აღნიშნული განცხადებების ღია ეთერში გაკეთების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ, რომლის მთავარი მოთხოვნაც „რუსთავი 2“–ის მაუწყებლობის შეჩერება იქნება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ. თუმცა აქციაზე არანაირ ინციდენტს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია.

აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია გიორგი გაბუნიას შემდეგმა შესავალმა სიტყვამ: „დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“.

ნახეთ ვიდეო: აქცია "რუსთავი 2"-თან - არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ