შეზღუდვები, რომლებიც 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე დაწესდა

შეზღუდვები, რომლებიც 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე დაწესდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 23 მაისს, 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

გადაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

24 მაისს, 22:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

საავტომობილო მოძრაობა აღდგება 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე.

ნახეთ ასევე: რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით იცვლება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ