სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

სასტიკი ავიაკატასტროფა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 40 წელი მალავდა

1972 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავი Ан-24 რადიოტექნიკური აპარატურის გამოსაცდელ ფრენას ასრულებდა, რა დროსაც 200 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ქალაქ სვერდლოვსკში საბავშვო ბაღის შენობას დაეცა. გაჩნდა ხანძარი, შედეგად გარდაიცვალა საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი და 24 ბავშვი - ყველა, ვინც იმ დროს შენობაში იმყოფებოდა.

ხელისუფლებამ მომხდარი მკაცრად გაასაიდუმლოვა, საბჭოთა მედიასაშუალებები ავიაკატასტროფის შესახებ დუმდნენ, უშიშროების სამსახურმა მომხდარის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აკრძალა.

ქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გათიშეს სატელეფონო ხაზები, ქალაქში შესვლა, ან სვერდლოვსკიდან გასვლა აიკრძალა. 9 საათის შემდეგ ტრაგედიის ადგილას ავიაკატასტროფის კვალიც კი აღარ იყო. ნანგრევები და თვითმფრინავის ნარჩენები სასწრაფოდ გაიტანეს, თითქოს იმ ადგილას საბავშვო ბაღი არც არასოდეს ყოფილა. მოგვიანებით აქ სკვერი გააშენეს.

გასაიდუმლოებული იყო ბავშვების დაკრძალვის პროცესიც.

მომხდართან დაკავშირებით არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე.

ტრაგედიის ადგილას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს სამლოცველო აშენდა, სადაც დაფაზე ყველა გარდაცვლილის ფოტოა განთავსებული.