ავტორი:

ყოფილი დიჯეი და 28 წლის მინისტრი ფაშინიანის მთავრობაში - როგორ გამოიყურება სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

ყოფილი დიჯეი და 28 წლის მინისტრი ფაშინიანის მთავრობაში - როგორ გამოიყურება სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პირველად დადეს ფიცი. ცერემონია სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩატარდა. ფიცი პირველმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დადო, შემდეგ კი - მთავრობის სხვა წევრებმა. ფიცის ტექსტში ნათქვამია:

„საერთო სახალხო მიზნის განხორციელებისა და სამშობლოს გაძლიერებისთვის, ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევასრულო ხალხის წინაშე ჩემი ვალდებულებები, დავიცვა სომხეთის კონსტიტუცია და კანონები, ხელი შევუწყო სომხეთის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას, მთავრობის წევრის მაღალი წოდების ერთგული დავრჩე...“

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას დანიშვნისთანავე შეუდგა და კადრები საკმაოდ საინტერესოდ შეარჩია... სომეხი პოლიტოლოგების თქმით, ფაშინიანის მუშაობის კურსი, პირველ ეტაპზე წააგავს საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზას 2000-იანი წლების დასაწყისში.

“ფაშინიანიც მასავით ახალგაზრდებზე აკეთებს არჩევანს. რაც შესაძლოა, იმითაც აიხსნას, რომ ძველ თაობას, ვისაც კი პოლიტიკასთან ჰქონია შეხება, არც ისე სუფთა წარსული აქვს. ახლა მთავარია, როგორ დაძლევს ფაშინიანი და მისი გუნდი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - კორუფციას... ამიტომაც ახალი მინისტრების დიდ ნაწილს კორუმპირებულ სახელმწიფო სისტემებში მუშაობის გამოცდილება არ აქვს” - წერს სომხური მედია.

ახალი გუნდი ასე გამოიყურება: პირველი ვიცე პრემიერი - 38 წლის არარატ მირზოიანი და მისივე ასაკის განათლების მინისტრი, - არაიკ ჰარუტუნიანი. მინისტრებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა დიასპორის მინისტრი - 28 წლის მიხტარ აირაპეტიანი.

(ფოტოზე შუაში მიხტარ აირაპეტიანი)

(ფოტოზე: არარატ მირზოიანი)

azatutyun.am-ის ცნობით, ერთ-ერთი ახლად დანიშნული ჩინოვნიკი, 30 წლის ედუარდ აღაჯანიანი, რომელიც პოლიტიკურ აქტივისტობამდე, სომხეთში ცნობილი დიჯეი, სახელად DJ Ed Ward და ანდერგრაუნდ ტექნო-კლუბის მენეჯერი იყო, პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა... ბოლო ხანებში, ის პოლიტიკური პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” ხელმძღვანელი იყო. მას მონაკოს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ყველა მათგანს, ვინც ფაშინიანმა საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩააბარა - განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, რაც უფროსი თაობის გარკვეული ნაწილის გაღიზიანებას იწვევს.

ფაშიანინის არჩევანს, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჯერჯერობით იმედიანად შეხვდა. მათი თქმით შესაძლოა, სომხეთშიც დადგა დრო, როდესაც ნორმალური სახელმწიფო სისტემა იქმნება, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული.

“მართალია, ეს ვერ იქნება უმტკივნეულო, რადგან ძველი კადრების გათავისუფლებას უკვე მოჰყვა საბოტაჟი სხვადასხვა სახელმწიფო სისტემაში. მაგალითად, პროკურატურაში, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახლმწიფო სისტემაში, ვითარება უკვე დაიძაბა...” – წერს Кавказский Узел-ის კორესპონდენტი.

ფაშინიანის მიერ არჩეულ მინისტრთა მეორე ჯგუფში შედიან, მისი მოკავშირე პარტიის წევრები - ფრაქციიდან “ელკი” და პარტიებიდან - “განათლებული სომხეთი”, “რესპუბლიკა”. სომხეთის ახალმა პრემიერმა იმ პარტიის წარმომადგენლებსაც დაუფასა მხარდაჭერა, ვინც 31 მარტს, ქალაქ გიუმრში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ფაშიანიანის გამარჯვების ირწმუნეს და მის გვერდით დადგნენ... მაგალითად, - “დაშნაკცუტიუნი” და “აღორძინებული სომხეთი”.

azatutyun.am-ს მიმომხილველის შეფასებით, არიან ისეთი კადრები, ვინც სარგსიანის დროიდან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა - ასეთია, ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი, რომელიც ფაშინიანის მიერ ორგანიზებული აქციების მიმართ აშკარა პროტესტს გამოთქვამდა. თუმცა, ის ფაშიანინმა ერევნის პოლიციის უფროსად დანიშნა, იმ არგუმენტით, რომ კორუმპირებული არ არის და იმ დღეებში “მხოლოდ მოვალეობა აიძულებდა, ასე მოქცეულიყო...”

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა, ამ ნაბიჯით, ცვლილებების შემდეგ სომხეთში ისედაც დაძაბული ვითარება მეტად აღარ გაამწვავა, რადგან კარგად ესმის, რომ ძველ კადრებს ჯერ კიდევ აქვთ “საცეცები.”

“სხვა შემთხვევაში, მისი პოსტსზე დატოვება ნიშნავს, რომ პოლიციაში არსებული კლანური მმართველობა შემდეგშიც გაგრძელდება...” – წერს სომხური მედია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე