როგორ ხვრინავენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში?

როგორ ხვრინავენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებში?

ხვრინვა იმ დარღვევათაგან ერთ–ერთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აფერხებს და ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას იწვევს, რომელთა შორისაცაა გულის პათოლოგიები და ინფარქტი.

ყველაზე გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 30 წელს გადაცილებული ადამიანების საშუალოდ 30% რეგულრულად ხვრინავს. ასაკის მატებასთან ერთად პროცენტული წილიც იზრდება და წყვილების ნახევარზე მეტი აღიარებს, რომ მათი პარტნიორი ღამით სწორედ ამ მიზეზით არ აძინებს. სამწუხაროდ მხვრინავი ადამიანების 28%–ს ძილის აპნოეც აწუხებს, რაც ქრონიკული პრობლემაა და შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესოს.

ხვრინვას შეზღუდვები არ აქვს, ადამიანები ხვრინავენ ყველგან, სადაც ძილი მოუწევთ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ისფაქტი,რომ მასთან მიდგომა ქვეყნების მიხედვით ძალიან განსხვავებული და ყურადსაღებია.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ბრიტანეთში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი იტანჯება ხვრინვით. გამოკვლევების მიხედვით, სიმღერის სავარჯიშოები და სოიოს რძე ასეთ დროს საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ამ ქვეყნებში ბევრად წინ წავიდა მედიცინა და უფრო ეფექტური საშუალებებიც გამოიგონეს.

აი მაგალითად, აშშ-ში რაღაც პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძილი ზურგზე ჩოჯბურთის ბურთით. ადამიანები ბურთს პიჟამაზე იმაგრებდნენ, შესაბამისად ზურგზე ვეღარ წვებოდნენ და რომელიმე გვერდზე გადაბრუნება უწევდათ. ამის მიზეზია ის, რომ ძირითადად ზურგზე მძინარე ადამიანები ხვრინავენ.

რაც შეეხება ევროპას, უნდა აღინიშოს, რომ მის ფარგლებში ხვრინვას ძალიან დიდი ხანია ქირურგიული გზით მკურნალობენ. საინტერესოა, რომ ევროპელები ზუსტად ხვდებიან თუ როგორი საშიშია ძილის მსგავსი დარღვევები და ოპერაციულ ჩარევას აბსოლუტურად მიზანშეწონილად მიიჩნევენ. არსებობს ლაზერული და კრიოპლასტიკური პროცედურები, რომლებიც საკმაოდ ადვილი და მოსახერხებელია, თუმცა საქართველოში ეს პრაქტიკა თითქმის არ გამოიყენება.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი სერიოზულ პრობლემად ხვრინვას არ აღიქვამს. სინამდვილეში კი ის იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ უცხოეთში წარმატებითაა დანერგილი სხვადასხვა პროცედურები მშვიდი ძილისთვის, ჩვენთან ერთეული მედიკამენტებია შემოსული. ამის მიუხედავად მაინც მოიძებნება ეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ეს არის აეროზოლი –ანტიხვრინვა.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გარდა იმისა, რომ ხვრივნა არის შემაწუხებელი, ასევე საშიშია ჯანმრთელობისათვის, რადგანაც ეს მანიშნებელია იმის, რომ არ ხდება ჟანგბადის საკმარისი მიწოდება და სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო შესაძლოა განვითარდეს როგორც ისულტი ასევე ინფარქტი.

ანტიხვრინვა ხვრინვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ნატურალური პოლისაქარიდების შემცველობით, რომლებიც ფარავენ ცხვირისა და სასის ლორწოვან გარსს, რაც ხვრინვის დროს ხმაურის შემცირების საშუალებას იძლება. ამ საშუალების გამოყენებით თქვენი ძილი ნაკლებად სტრესული იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის. ანტიხვრინვა ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი და ხვრინვის დისკომორტის თავიდან აცილების უნიკალურ საშუალებად ითვლება.

საბოლოო ჯამში, ხვრინვა მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომლის მნიშვნელობაც სასურველია, რომ წინა პლანზე წამოიწიოს საქართველოშიც, რათა ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს გამოწვევებს უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

შეიძინეთ ონლაინ და მიიღეთ ადგილზე უფასოდ

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის