ავტორი:

რუსეთის პასუხი სანქციებზე - კრემლი რუს მაღალჩინოსნებს ევროპასა და ამერიკაში დასასვენებლად აღარ გაუშვებს?

რუსეთის პასუხი სანქციებზე - კრემლი რუს მაღალჩინოსნებს ევროპასა და ამერიკაში დასასვენებლად აღარ გაუშვებს?

რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები, რომელიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, სავარაუდოდ, 2025 წლამდე გაგრძელდება, რუსეთს "უპასუხოდ" არ დაუტოვებია. ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები და პარლამენტარები დასასვენებლად და ტურისტული ვიზით აღარ ჩავიდნენ იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ.

"უამრავი ადამიანი, უკვე აქედანვე ემზადება საზაფხულო შვებულებისთვის და მათი უმეტესობა, დასვენებას უცხოეთში აპირებს. არადა, მათ უფრო მართებთ სახელმწიფოებრივი აზროვნება...მიუღებელია, როდესაც ისინი ისეთ ქვეყნებში ისვენებნ და ატარებენ შვებულებას, რომლებმაც რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას მხარი დაუჭირეს ..." - აცხადებენ ასოციაცია Аванти-ს წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ამ ჩამონათვალში შედიან, ისეთი პოპულარული ქვეყნები, როგორიც არის - ბულგარეთი, ჩერნოგორია, ალბანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და ლატვია...

რუსული კომპანია TourDom-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ბილეთების დაჯავშნაზე სწორედ ამ ქვეყნებში მოდის... კომპანიის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია მათი მომხმარებლებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა - საზოგადოების ნაწილი მუდმივად აკრიტიკებს მათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებში დასვენებისა და ფულის ხარჯვის გამო...

რუსული მედიის ცნობით, მართალია, ასეთი ქვეყნებში დასვენება კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ "ურჩი" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია შავ პიარს არ იშურებს.

ადგილობრივი იურისტების თქმით, ასეთი დამოკიდებულება რუსეთის კონსტიტუციის თანახმად მიუღებელია და თავისუფალი გადაადგილების უფლებას ზღუდავს, თუმცა, არსებული რეალობით, ინფორმაციული ფონის გაძლიერება ნამდვილად საჭიროა, რათა მაღალჩინოსნებმა თავითნი საზაფხულო შვებულების გეგმებს გადახედონ...

მიხაილ დეგტიარევმა, რომელიც რუსეთის დუმაში ტურიზმის სფეროს კურირებს, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებისას განცხადა, რომ "რუს ტურისტებს თურქეთსა და ეგვიპტეში არაფერი ესაქმებათ" და შედეგმაც არ დააყოვნა - თურქეთში, ანტალიასა და ჰურგადაში რუსი ტურისტები ერთბაშად შემცირდნენ. თუმცა, როგორც რუსი ბლოგერები წერებ, მაშინ ალტერნატივა იყო, ახლა კი, მსოფლიოს 120 ქვეყნისკენ გახედვას ირიბად უკრძალავენ.

ამ ინიციატიავას უკვე გამეოხმაურნენ სოციალური ქსელის რუსი მომხარებლები.

დმიტრი ობოლენსკი: ანუ პუტინი გვთავაზობს, ყირიმში, მათ მიერ ახლახანს გახსნილ ხიდზე ვირბინოთ და გავირუჯოთ... მერე რა, რომ იქ იმ დღის შემდეგ არავინ ყოფილა. ჰო, კიდევ კავკასიასაც გვთავაზობენ, ალბათ ჩრდილოეთს, სამხრეთში უკვე აღარავის ვაინტერესებთ...

სერგეი როჟკოვი: კიდევ რა უნდათ?.. ალბათ ელიან, რომ დუმის კორუმპირებული მაღალჩინოსნები იმ ქვეყნების პასპორტებზე, ან იქ მათ საკუთრებაში არსებულ ვილებზე უარს იტყვიან...

ივან გასალევი: ასე გვასწავლიან მაღალჩინოსნები პატრიოტიზმს აბა რა... კიდევ ევროპაში სიარულით ეხილებოდათ თვალები და ხედავდნენ განსხვავებას, თორემ ძალიან მალე საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნებენ და იმის მტკიცებას დაგვიწყებენ, ყველაზე კარგები ვართო...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე